ტუნისში სასტუმროზე თავდასხმას 27 ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა

vegas

ტუნისში, ტერორისტების მიერ, ქალაქ სუსში მდებარე სასტუმროზე დავდასხმას, სულ მცირე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო ,,Reuters”-ი ავრცელებს. ,,ტერორისტების მიერ თავდასხმას სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 მოქალაქე კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ. სასტუმროზე შეტევა ორმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ტერორისტები ნავით, სასტუმროს პლაჟზე შეიჭრნენ და მიზანმიმართული სროლა დაიწყეს. ძალოვნებმა ერთ-ერთი თავმდამსხმელის ლიკვიდაცია მოახერხეს, მეორე ტერორისტი კი გაუჩინარდა”. აცხადებს შინაგანი უწყების წარმომადგენელი. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა და დაჭრილთა შორის იმყოფებიან თუ არა ქართველი ტურისტები.