საფრანგეთი ასანჟსს და სნოუდენს პილიტიკურ თავშესაფარს სთავაზობს

ასანჯი

приводит პარიზმა შესაძლოა ედვარდ სნოუდენს და ჟულიან ასანჟს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. აღნიშნული განცხადება საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა კრისტიან ტორიბამ გააკეთა. ,,ნუ გაგიკვირდებათ, რომ საფრანგეთმა ასანჟსს და სნოუდენს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. მინდა გითრათ, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს” – აცხადებს უწყების ხელმძღვანელი. აღსანიშნავია, რომ ტორიბას განცხადება, ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მოსმენების სკანდალის ფონზე გაჟღერდა, რომელსაც WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკიმენტების თანახმად, ისინი 2006 წლიდან 2012 წლამდე ახორციელებდნენ. სკანდალური საიტის WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი, თავს ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს. რაც შეეხება ედუარდ სნოუდენს, როგორც ცნობილია მას დროებითი თავშესაფარი რუსეთის ფედერაციამ მისცა. ინფორმაციას სააგენტო РИА Новости ავრცელებს.