ობამამ და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

op.si_

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი, 26 ივნისს ერთმანეთს ტელეფონის საშუალებით ესაუბრნენ. ინფორმაციას დიმიტრი პესკოვზე დაყდრნობით, სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს. მისი თქმით ,,სატელეფონო საუბრის ძირითად თემას უკრაინაში განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, მინსკის ხელშეკრულების პირობების შესრულებას ხაზი გაუსვეს და კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან გადანაცვლებისაკენ მოუწოდეს. უკრაინის მოვლენების განხილვის გარდა, სატელეფონო საუბრის მონაწილეებმა, ახლოაღმოსავლეთის პრობლემაც განიხილეს და ტერორისტულ ომს მსოფლიო მშვიდობის საფრთხე უწოდეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტი, ასევე ბარაკ ობამა მხარს უჭერს ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს და სირიის სამოქალაქო ომის დასრულების პროცესის დაწყებას” – ხაზგასმით აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. აღსანიშნავია, რომ ობამამ და პუტინმა ერთმანეთთან ტელეფონის საშუალებით, უკანასკნელად მიმდინარე წლის თებერვალში ისაუბრეს.