ერაყში ყოფილი ვიცე პრემიერის გვამი გაუჩინარდა

დერ

ერაყში, ყოფილი ვიცე პრემიერის, სადამ ჰუსეინის თანამებრძოლის, ციხეში გარდაცვლილი ტარიკ აზიზის გვამი გაუჩინარდა. ინფორმაციას აზიზის ქალიშვილზე, ზეინაბზე დაყრდნობით, Associated Press-ი ავრცელებს. ,,გარდაცვლილი მამის გვამი, დასაკრძალად იორდანიაში მიგვქონდა, თუმცა ციხიდან გადმოყვანის შემდეგ, ის აეროპორტიდან უგზო უკვლოდ გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ დედამ მომიყვა, რომელიც ქმრის ცხედარს აეროპორტში ელოდებოდა” – აცხადებს ზეინაბი. Royal Jordanian-ავიახაზების წარმომადგენელის განცხადებით ,,ერაყიდან იორდანიის მიმართულებით ბოლო რეისი 11 ივნისს გაფრინდა და ავიალაინერის ბორტზე, ყოფილი ვიცე პრემიერის ცხედარი არ იმყოფებოდა” აზიზი ერაყის ციხეში , 79 წლის ასაკში, 5 ივნისს გულის შეტევით გარდაიცვალა. 1983-91 წლებში ტარიკ აზიზი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ვიცე პრემიერის პორტფელს კი 1999-2003 წლებში ფლობდა. აზიზი ჰუსეინის მთავრობაში ერთადერთი ქრისტიანი მაღალი თანამდებობის პირი იყო. ამერიკელების მიერ ერაყის დაპყრობის შემდეგ, ყოფილი ვიცე პრემიერი, ტყვედ კოალიციის ჯარებს ჩაბარდა.