მოლდოვეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

mol

მოლდოვეთის პრემიერ-მინისტრი კირილ გაბურინი თანამდებობიდან გადადგა. როგორც სააგენტო РИА Новости იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება, აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებს თავად გააცნო: „გუშინ მე გენერალურ პროკურატურაში დამიბარეს, საქმე ქვეყნის განათლების სამინისტროს მიერ გაყალბებულ დოკუმენტებს ეხება. პროკურატურის ეს ქმედება, ჩემს მიერ გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებას დაემთხვა, რომლის დროსაც მე რამდენიმე ჩინოვნიკის გადადგომა მოვითხოვე. მე მივიღე გადაწყვეტილება, თავად დავტოვო პრემიერის პოსტი და ამ მასკარადში მონაწილეობა არ მივიღო” – განუცხადა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს კირილ გაბურინმა. 8 ივნისს მოლდოვეთის გენპროკურატურის პრესასმსახურმა გაავრცელა ინფორმაცია,პრემიერის დაკითხვაზე დაბარების შესახებ. უწყებაში აცხადებენ,რომ პროკურატურა ფლობს დოსიეს, რომლის მასალებიდანაც ირკვევა, რომ პრემიერის საშუალო განათლების დიპლომი ყალბია.