თურქეთში მმართველმა პარტიამ სტატუსი დაკარგა

ელემ

როგორც სააგენტო „ТАСС“-ი იუწყება, თურქეთის პრემიერ-მინისტრის ახმეტ დავუთოღლუს პარტიამ „სამართლიანობა და განვითარება“ ქვეყნის მმართველი პარტიის სტატუსი დაკარგა. არჩევნების შედეგების მიხედვით, პრემიერის პარტიამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა ეს საკმარისი არაა იმისათვის, რომ პრემიერმა მთავრობა დამოუკიდებლად დააკომლექტოს. უკანასკნელი მონაცემებით, დათვლილია საარჩევნო ბიულეტინების 99 %, შედეგად მმართველი პარტია პარლამენტში 259 კაცით იქნება წარმოადგენილი, რაც საპარლამენტო არჩევნებში 40.94% მიღებულ ხმას ნიშნავს.