პეტერბურგში პითონმა პატრონი მოკლა

გვიტ

პეტერბუტგში „შინაურმა“ პითონმა საკუთარი პატრონი იმსხვერპლა. როგორც სააგენტო «Интерфакс» -ი მოსკოვის შინაგანი უწყების სპეციალური განყოფილების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს – „პოლიციამ გარდაცვლილი ქალბატონის გვამს ვავილოვის ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაკვლია. ექსპერტების დასკვნით, სიკვდილის გამომწვევი მიზეზი პითონის მიერ ნაკბენი გახდა, რამაც გარდაცვლილი ქალბატონის ორგანიზმში ალერგია გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პითონი მეპატრონესთან რამდენიმე წელი მშვიდობიანად ცხოვრობდა“ – ნათქვამია განცხადებაში.

საუბრის დასასრული