„კანონიერი ქურდი“ გიორგი ზარანდია, „ტატუს“ სოლისტზე დაქორწინდა

po0

როგორც ინტერნეტგვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, რამდენიმე დღის წინ, 35 წლის „კანონიერი ქურდი“ გიორგი ზარანდია, იგივე „გია გალსკი“ რუსული ესტრადის პოპულარულ მომღერალზე და მსახიობზე, ჯგუფ ,,ТаТу” -ს ყოფილ სოლისტზე, იულია ვოლკოვაზე დაქორწინდა. „ახალგაზრდები, საკუთარ ურთიერთობებს არ მალავდნენ. ყოველ შემთხვევაში, მეგობრებისა და ახლობლების წრემ მათი სასიყვარულო ისტორიის შესახებ იცოდა. დაქორწინებას კი, არ ჩქარობდნენ. საბოლოოდ საქმე საქორწინო სახლამდეც მივიდა. ისინი უკვე ბავშვს ელოდებიან” – აცხადებს წყვილის ერთ-ერთი მეგობარი. გია ზარანდია ძმები ქარდავების, ერთ-ერთი იშვიათი და ერთგული ,,ზაკონნიკია”.