კანადის პრემიერი: „დიდ შვიდეულში რუსეთის ადგილი პუტინთან ერთად არაა“

mo

როგორც კანადის პრემიერ მინისტრი სტივენ ხარპერი აცხადებს, რუსეთის ფედერაციის ,,დიდ შვიდეულში” G7 დაბრუნება, პუტინის პრეზიდენტობის დროს უბრალოდ გამორიცხულია. ,,მე ვფიქრობ, რომ რუსეთი პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში დიდ შვიდეულს უბრალოდ არ ეკუთვნის. აუცილებელია კონსესუსის მიღწევა, თუმცა ეს პუტინის შემდეგ მოხდება. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, ჯერ კიდევ უკრაინის კრიზისამდე დაკარგა მოსკოვმა ნდობა საერთაშორისო ასპარზზე და უკრაინის კრიზისმა ჩვენ მხოლოდ თვალები აგვიხილა. პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთი არ შეიცვლება” – აცხადებს ხარპერი! ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.