ესპანეთის პოლიციამ ანანასებში დამალული 200 კილოგრამი კოკაინი ამოიღო

ნაა

ესპანეთის პოლიციამ ანანასებში დამალული 200 კილოგრამი კოკაინი ამოიღო. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს. ,,ხილით დატვირთული კონტეინერები, ცენტრალური ამირიკიდან, ალხესირასის პორტში შემოვიდა. პოლიციელების მიერ საეჭვო ტვირთის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ანანასებს ტკბილი გული გამოცლილი ჰქონდათ და შიგ თხელ ცელოფნებში საგულდაგულოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოჩნდა. ტვირთი მადრიდული და სან-კრიზე-დელ-ვალისესში რეგისტრირებული ორი კომპანიისთვის იყო გათვლილი. აღნიშნულ კომპანიებს კოლუმბიური წარმოშობის, ესპანეთის მოქალაქეები მართავენ“ – ნათქვამია შინაგანი უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ ხილში გადამალული კოკაინის ამოღება ესპანეთში პირველი შემთხვევა არაა. 2010 წელს პოლიციამ, ჰოლანდიიდან შემოტანილ ხილის ყუთებში 500 კილოგრამ ნარკოტიკულ საშუალებას მიაგნო, ხოლო 2009 წელს კი, 400 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერება, ეკვადორიდან შემოტანილი ბანანით დატვირთულ კონტეინერებში აღმოჩნდა.