სააკაშვილმა რეფორმები ოდესის საიტის განახლებით დაიწყო

საა2

ოდესის ახალმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონში რეფორმები, ქალაქის საიტის განახლებით დაიწყო, იუწყება ინტერნეტ პორტალი «Думская». ,,გავეცი ბრძანება ოდესის რეგიონის საიტის გასაახლებლად. საიტის ონლაინ გამოყენება მიუღებელია. რეგიონის ადმინისტრაციულ შენობებში ურნები განთავსდება, სადაც მოქალაქეების წერილობითი მიმართვები ჩაიყრება. აუცილებელია ხალხთან პირდაპირი კონტაქტი და ყოველდღიური დიალოგი. ოდესელები წერილობით პასუხს ვერ დაელოდებიან, რეგიონი პრობლემებითა სავსე და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და მათ პირადად მოუსმინოს“ – აღნიშნავს სააკაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით ახალი გუბერნატორი ადმინისტრაციული რაიონების მეთაურების თანამდებობებზე ღია კონკურსს გამოაცხადებს.