მიხეილ სააკაშვილი: „ჩემთვის მთავარი ფული არაა“

საა1

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის რეგიონის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ფული არ არის მთავარი და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუ როგორ ჩახედავს უბრალო ადამიანებს თვალებში. აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა ტელეკონპანია «Интер»-ის ეთერში გააკეთა. ,,ჩემთვის ფული არ არის მთავარი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მხოლოდ ერთ საკითხს, თუ როგორ ჩავხედავ თვალებში უბრალო ადამიანებს. პირველი ამოცანა იქნება, ძლიერ გუნდთან ერთად კორუფციის დამარცხება და რეგიონის კრიმინალებისაგან გაწმენდა. ოდესა ინვესტორებისათვის საყვარელ ადგილად უნდა იქცეს. აუცილებლად გამოვაცხადებ კონკურსს, ადმინისტრაციული ერთეულების მეთაურების თანამდებობებზე. ასე, რომ კარი ღიაა. არავის მივცემ უფლებას თუნდაც ოდნავი ზეწოლა განახორციელოს, რომელიმე პირზე. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, ვინც ნერვიულობს, მე გუბერნატორის სავარძელს პრემიერ მინისტრის პორტფელისათვის არ ვუმიზნებ“ – ხაზგასმით აღნიშნა სააკაშვილმა. ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс-Украина» ავრცელებს.