ისრაელი მზადაა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიაროს

israeli

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ, მზადაა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიაროს. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, სპეციალურად ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ,,მე ისევ ვრჩები იდეის მხარდამჭერი, რომელიც ორ ერს გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, ისრაელი მხარს დემილიტარიზებულ პალესტინას უჭერს. აუცილებლობას წარმოადგენს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება და საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა. ჩვენ მშვიდობიან პალესტინას ვაღიარებთ. თუ პალესტინას მშვიდობა სურს, ერთ-ერთი მთავარი პირობა ჰამასთან ურთიერთობის გაწყვეტაა. დაიღალა უბრალო ხალხი ამდენი სისხლის ღვრით. მინდა მსოფლიო საზოგადოებას დავუმტკიცოთ, რომ შესაძლებელია ორი ქვეყნის ურთიერთ თანაცხოვრება, იარაღის ჟღარუნის გარეშე. ისრაელი პალესტინის მხარს მოლაპარაკებების მაგიდასთან ელოდება“ – აღნიშნა ნეტანიაჰუმ. ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს.