დონეცკი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ფიქრობს

m1

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური ალექსაბრდე ზახარჩენკო სლავიანსკზე, კონსტანტინოვკაზე და კრასნოარმეისკზე კონტროლის დაბრუნებას იმედოვნებს. იუწყება სააგენტო «Интерфакс»-ი. ,,სლავიანსკი, კონსტანტინოვკა და კრასნოარმეისკი დონეცკის რესპუბლიკის ქალაქებია, იქ ჩვენი ხალხი ცხოვრობს. როგორც კი იქნება იმის საშუალება პოლიტიკური გზით ეს ტერიტორიები დავუბრუნოთ, ჩვენ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, პოლიტიკური გადაწყვეტილებები თუ შეაფერხებენ აღნიშნული ტერიტორიების მშობლიურ მხარეში დაბრუნების პროცესს, მაშინ უბრალოდ ერთი გზა დაგვრჩება, ჩვენ სამივე ქალაქს გავათავისუფლებთ“ – აცხადებს ზახარჩენკო. ზემოთ ჩამოთვლილი სამი ქალაქიდან სლავიანსკი უფრო ცნობად დასახლებულ პუნქტად ითვლება, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირება სწორედ სლავიანსკიდან დაიწყო. 2014 წლის 12 აპრილს დონბასში ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებულმა მოსახლეობამ ქალაქ სლავიანსკი დაიკავა. მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეგრეთწოდებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს, შეძლო სლავიანსკიდან შეიარაღებული ფორმორებების განდევნა. აღსანიშნავია, რომ სლავიანსკთან ახლოს ბრძოლები დრო და დრო ისევ გრძელდება.