ამერიკული დაზვერვის აქტიურობამ, გერმანიაში პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია

1

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პოლიტიკური სკანდალი მწიფდება. პოლიტიკური პარტია  ,,მემარცხენე მწვანეები” იმ შემთვევაში თუ კი, ქვეყნის ხელისუფლება არ გაასაჯაროებს ინფორმაციას და არ განმარტავს, რა მოტივით მიმართავდა ინფორმაციის მისაღებად, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მერკელის ხელისუფლებას, სასამართლოში სარჩელის შეტანას  აპირებს, წერს გერმანული გამოცემა Welt am Sonntag-ი. ,,თუ ჩვენ აღნიშნულ კითვზე პასუხს ვერ მივიღებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აგენტებს იცავთ და მათ ხელს აფარებთ, რომლებიც კანონს არღვევენ” – აცხადებს ,,მემარცხენეების” წარმომადგენელი მარტინა რენერი. გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტიის, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იოჰან იუკერმანი, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ტომას დე მეზერას გადადგომას ითხოვს და მერკელს დასკვნების გამოტანას პირადად ურჩევს. ,,ეს ღალატია, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, თანამდებობა უნდა დატოვოს. თავად ქალბატონმა კანცლერმა კი, დასკვნები სუფთა გონებით უნდა გააკეთოს” ხაზგასმით აღნიშნავს ოპოზიციონერი. ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახური, 2005 წლიდან ევროპის აეროკოსმოსური და თავდაცვის კონცერნის (EADS) მიერ წარმოებული ფრანგულ გერმანული ვერტმფრენების ,,Eurocopt_ის გარშემო ინფორმაციას ინტენსიურად აგროვებდა. პარალელურად ამერიკული დაზვერვა, გერმანულ მხარეს, საკუთარ ინტერესებს ახსენებდა და როგორც გაირკვა, ამ ყველაფრის შესახებ ანგელა მერკელიც იყო ინფორმირებული. სიტუაციას საპარლამენტო კომისია იძიებს , პირველი სხდომა 6 მაისსაა ჩანიშნული.