ანგელა მერკელი: „ვალდებული ვარ ომში დაღუპულ ადამიანებს პატივი მოსკოვში მივაგო“

ba

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, 10 მაისს მისი მოსკოვში ვიზიტი აუცილებლობას წარმოადგენს. წერს Die Welt-ი. ჩემთვის მოსკოვში ვიზიტი აუცილებელი მომენტია, რუსეთის ფედერაციასთან რთული ურთიერთობების მიუხედავად, ერთმანეთთან ურთიერთობის შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო კრემლთან დაძაბული თანამშრომლობა გვაქვს, თუმცა სამუშაო გრაფიკი არ ირღვევა. 10 მაისს რუსეთის პრეზიდეენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავს, გვირგვინით შევამკობ და უამრავი მილიონობით დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივს მივაგებ. გერმანია ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და მე უბრალოდ ვალდებული ვარ მათი ხსოვნის წინაშე თავი დავხარო” – განაცხადა ქალბატონმა კანცლერმა. რუსეთის ფდედერაციაში ვიზიტს 7 მაისს , გერმანიის საგარეო სამქეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერიც გეგმავს.