იაპონიის პრემიერი 9 მაისს მოსკოვში არ ჩავა

გგ77

იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე, მოსკოვში, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება და არც სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო Kyodo News-ი იუწყება. ,,ტოკიოს საკუთარი პოზიცია დაფიქსირებული აქვს და ხელისუფლება შეჯერებულია. სხვა არჩევანი არ არსებობს, ამ ღონისძიებებს არ დავესწრებით, ჩვენთვის შტატები სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება და დარჩება კიდეც. ეს მნიშვნელოვანია და პრემიერი მომავალ კვირაში, ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რამოდენიმე დღეში, იაპონიის ხელისუფლება, მოსკოვში სპეციალურ წარმომადგენელს გააგზავნის, რომელიც ვლადიმერ პუტინთან, იაპონიაში ოფიციალური მიწვევის გზავნილს ჩაიტანს“ – ნათქვამია განცხადებაში. დაუფასებლობის და მოსკოვში არ ჩასვლის საპასუხოდ, გამოწვეული უკმაყოფილების მინიმუმამდე დაყვანის მოტივით, იაპონიის ხელისუფლება საკუთარ წარმომადგენელს აღლუმზე დასწრების უფლებას მისცემს. მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილებაზე უარი 9 მაისს , ამერიკის პრეზიდენტმა, ბულგარეთის, პოლონეთის, ფინეთის, ისრაელის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, გერმანიის კანცლერმაც განაცხადეს. თუმცა ანგელა მერკელი 10 მაისს პუტინს ესტუმრება და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს. მსოფლიოს წამყავნი ქვეყნების პოლიტიკოსები მოსკოვში არ ჩასვლის მიზეზად, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ.