ბიუჯეტიდან მილიონების მოხსნის სისტემა და კომპანიების სია!

esi7ersri

ყველა ის კომპანია, რომელიც ამ სიაში მოხვდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეიქმნა. ეს „შავი სიაა“. ამტკიცებენ, რომ მისი არსებობა მხოლოდ ფულის გათეთრებას უკავშირდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, იმდროინდელმა კლანებმა შეიმუშავეს სქემა, ტკბილად და გემრიელად როგორ უნდა გაკეთებულიყო დიდი ფული. სისტემამ გაამართლა _ მთელი ცხრა წელი საათივით აწყობილმა იმუშავა. ახალი ხელისუფლება დიდი დაპირებებითა და მიზნებით რომ მოვიდა, თავიდან, თითქოსდა, შეეცადა ამ სქემაში გარკვევას და მის გამომზეურებას. გაარკვია კიდეც, მაგრამ არ გამოამზეურა, რადგან ძალიან მოეწონა. კომპანიების პატრონები ჩაანაცვლეს და სულ ეს იყო. თვითონაც კი დაიწყეს ასეთი კომპანიების შექმნა!

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება გიორგი რურუა _ „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის“ გენერალური დირექტორი:

_ დღევანდელი მდგომარეობა და პრობლემები, რაც განპირობებულია ეკონომიკური არამდგრადობით, როგორც კომპანიის ხელმძღვანელს და მეწარმეს, მიმაჩნია, რომ გამოწვეულია იმ არაჯანსაღი დამოკიდებულებისგან, რაც სახელმწიფოს აქვს ბიზნესთან დაკავშირებით. მე წარმოგიდგენთ ფაქტებს, თუ რაზეა საუბარი და ნახავთ, წლების განმავლობაში როგორ და რა სქემით მიმდინარეობს სახელმწიფოსგან ფულის გამოქაჩვა. ამისთვის გაგაცნობთ „შავ სიას“, სადაც შეყვანილია გარკვეული ტიპის კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ სხვადასხვა პროფილით. სხვათა შორის, მათ არსებობას საჯარო ინფორმაციის წყაროებიც ადასტურებს, ანუ სხვანაირად რომ ვთქვა, არც არავინ მალავს მათ არსებობას. ასეთი საჯარო წყარო გახლავთ, ვთქვათ, „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც“.

მოკლედ, ამ სიაში თავმოყრილ ყველა კომპანიას ერთი რამ აერთიანებს: ისინი ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებდნენ. სხვანაირად რომ ვთქვა, ან მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებდნენ თავის მოვალეობას, ან საერთოდ არ ასრულებდნენ. ერთი შეხედვით, თითქოსდა, ისეთი არაფერია და, უბრალოდ, სახეზე უნდა იყოს ცუდი გადამხდელების სია, მაგრამ დაუკვირდით, რა ხდება? _ მართალია, ისინი არ ასრულებდნენ თავის მოვალეობას, სამაგიეროდ მათ მიმართ სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არანაირი ადეკვატური ღონისძიება. პირიქით, ამ კომპანიებს სახელმწიფო დღემდე უქმნის სასათბურე პირობებსა და კომფორტულ გარემოს.

_ ფიქრობთ, რომ ეს გარკვეული მოტივაციით ხდება?

_ რა თქმა უნდა _ სახელმწიფო და ეს კომპანიები ერთმანეთთან შედიან საეჭვო გარიგებებში, რისი საშუალებითაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხსნიან. ეს სია, რაც მე თქვენ გადმოგეცით, არასრულია. კომპანიათა რაოდენობა, რომლებიც ასეთივე სიტუაციაში იმყოფებიან, გაცილებით მეტია. პრაქტიკულად, გვაქვს ერთი სურათი: ყველა კომპანიამ თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა, მაგრამ ეს მათთვის პრობლემა არ გამხდარა _ ისინი ისევ ისე იმარჯვებენ ტენდერებში, ისევ ისე აზიან ბიუჯეტს და ა. შ.

_ ვალდებულების შეუსრულებლობაში გადასახადების გადაუხდელობას გულისხმობთ?

_ არა მარტო გადასახადებისგან თავის არიდებას… მაგალითად ავიღოთ ამ სიაში არსებული რომელიმე სამშენებლო კომპანია, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრობლემები, რის გამოც მისი რეპუტაცია ძალიან დაეცა. ამის მიუხედავად მას სახელმწიფო მაინც სრული დატვირთვით აფინანსებს და აძლევს თანხებს, რომ შეასრულოს, ვითომ, იდეაში არსებული რაღაც პროექტი: ან ახალი კორპუსი ააშენოს, ან ძველი აშენებულის რეაბილიტაცია ჩაატაროს… მოკლედ, მსგავსი საქმიანობები განახორციელოს. სინამდვილეში კი არაფერი ასეთი არ ხდება და არანაირი სამშენებლო საქმიანობა არ მიმდინარეობს. ეს ყველაფერი „ტუფტაა“, ნამდვილია მხოლოდ ფული, რომელიც ბიუჯეტიდან ერიცხება ამ კომპანიას. პრაქტიკულად, საუბარია ასი ათასობით და მილიონობით ლარზე, რაც მსგავსმა კომპანიებმა ფალსიფიცირებული ტენდერებით მიისაკუთრეს და ბიუჯეტს წაღლიტეს! ანუ საუბარია თვალთმაქცურ ტენდერებზე, როცა ვითომ სახელმწიფო ყველაზე მისაღებ კომპანიას ირჩევს და მას ეძლევა თავისუფლად საქმის კეთების საშუალება. ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვა, სიცრუეა და მანკიერი გარიგების ნაყოფია კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის.

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ეს იმითაც მტკიცდება, რომ კომპანიებმა წინასწარ აიღეს დიდი თანხები და შემდეგ აღარაფერი გააკეთეს, მაშინ როცა არსებობენ კომპანიები, რომლებიც მართლაც მონაწილეობენ რაღაც ღონისძიებებში და ისინი არათუ წინასწარ, სამუშაოს დამთავრების შემდეგ ძლივს იღებენ საჭირო თანხებს, რომ მუშებს ხელფასი გადაუხადონ. ეს მაშინ, როცა სახელმწიფოსთან „შეკრულ“ კომპანიებს წინასწარ ფულის აღების სანაცვლოდ არც კი დაუწყიათ სამუშაოები.

_ ანუ ამ გაგანია კრიზისის დროს ერთი წუთითაც არ წყდება ბიუჯეტის ძროხასავით წველა?! ეს არის „ქამრის შემოჭერა“?!

_ რა „ქამრის შემოჭერაზეა“ საუბარი?! პრემიას თუ არ გამოიწერ, მაგრამ ბიუჯეტს ამ სქემით დააზარალებ, ეს არანაირი შეღავათი არ არის არც ბიუჯეტისთვის და არც ქვეყნისთვის. ეს ტენდერები, სინამდვილეში, დანაშაულებრივი შოუს ნაწილია და არაფერი აკავშირებს ბიზნესის განვითარებასა და კეთებასთან. ვითომ გამარჯვებული კომპანიები იღებენ ფულს, მაგრამ სანაცვლოდ არ ასრულებენ არანაირ სამუშაოს. ცხადია, რომ ამას ვერანაირი ეკონომიკა ვერ გაუძლებს.

_ ძალიან ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, უფრო დავაკონკრეტოთ, _ ვინ და რა ძალები დგას ამ ყველაფრის უკან?

_ კი ბატონო, დავაკონკრეტოთ: აქ, პირველ რიგში, იკვეთება კერძო ინტერესები. საუბარია იმ ადამიანების ინტერესებზე, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი არიან და მონოპოლიას ქმნიან სახელმწიფოში, რის გამოც ამას უკვე სახელმწიფო არ შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ყველაფერი ერთი კაცის ხელში არის მონოპოლიზებული და არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს, რომ ის კომპანიები თუ ბიზნესმენები, რომლებიც შავ გარიგებებში არიან შემჩნეულები და არ ასრულებენ მოვალეობას, პასუხს არაფერზე აგებენ. მოცემულ სიტუაციაში, რეალურად, არა ერთი ადამიანის, არამედ რამდენიმე ადამიანის ინტერესები იკვეთება. უხეშად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს ფულის კეთებაზე სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ხალხის ხარჯზე, რაც, ცხადია, მფარველების გარეშე არ იარსებებდა.

_ ერთ კაცში ივანიშვილს გულისხმობთ?

_ თავის მოკატუნება რომ არ გამოგვივიდეს, სწორედაც ასეა. ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრი იყოს და არა _ ობიექტური… მაგრამ როდესაც ადამიანმა ყველაფერი გადააწყო ისე, როგორც მას უნდოდა, შექმნა და მოირგო მთელი პოლიტიკა, და ეს პოლიტიკა მოაწყო ისე, როგორც საჭირო იყო მისი ინტერესებისთვის, სხვა დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. ვიმეორებ: ეს სია არსებობს, სისტემა შეიქმნა წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ დღემდე არავის უგია პასუხი. ე. ი. ლოგიკა გვკარნახობს, რომ გარიგებებთან გვაქვს საქმე. არავინ არის კანონზე მაღლა. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ როდესაც ადამიანი რაღაცას ცვლის პოლიტიკაში, ამარცხებს დესპოტურ ხელისუფლებას და მოდის დაპირებებით, გამოვრიცხო მისი პასუხისმგებლობის საკითხი გინდა სახელმწიფოს განვითარების კუთხით და გინდაც ბიზნესის თემაში, იმიტომ რომ ეს ორივე განუყრელი თემაა. მოგეხსენებათ, არ არსებობს სახელმწიფო ეკონომიკის გარეშე და პირიქით, ანუ ლოგიკას დავუბრუნდეთ: ე. ი. ეს პიროვნება არა მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკაში ჩაერია, არამედ ამ ყველაფრის უკან დგას და უშნოდ აფათურებს ხელს იმ კომერციულ ინტერესებსა და თავისუფალ ბიზნესში, რომელიც უნდა ავითარებდეს სახელმწიფოსა და ქვეყანას.

_ სხვანაირად რომ ვთქვათ, ამ „შავ სიაში“ შეყვანილი ყველა კომპანია, სინამდვილეში, ერთი ხელის თითებს წარმოადგენს?

_ დიახ, შეიძლება რაღაც საცეცები იყოს, რომლის თავსა და ბოლოს ერთმანეთთან აკავშირებდეს ის, რომ ამ კომპანიების დირექტორები და სახეები, რაღაც მომენტში, პოზიციებს იცვლიან და ხდებიან პოლიტიკოსები. მაგალითად, შპს „ბალავარის“ დირექტორი დგებუაძე რაღაც მომენტში დაკავებულია კომპანიაში, მაგრამ მერე გაიხედავ და უცებ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო უწყებაში მუშაობს. მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე თითქმის ყველა კომპანიასთან დაკავშირებით. მოკლედ, მონაცვლეობენ _ ხან ბიზნესმენები არიან და კომპანიებს განაგებენ, ხან კიდევ პირიქით, _ სახელმწიფოს მანტიას ისხამენ და პოლიტიკოსებად გვევლინებიან. ამ წრეზე სიარული მიმდინარეობს მუდმივად. აქედან გამომდინარე, უბრალოდ, დიდ ტყუილთან გვაქვს საქმე, როცა ვითომპოლიტიკოსები ბიზნესის განვითარებისთვის მებრძოლების სტატუსით გვევლინებიან და გვეუბნებიან, რომ აღმშენებლობითი იდეები აქვთ და მხოლოდ ამ იდეების განხორციელება გადაარჩენს ქვეყანას. პირიქით, ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზრუნავენ და მილიონებს ისრუტავენ ბიუჯეტიდან, რის გამოც ძალიან კარგად და ბედნიერად გრძნობენ თავს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისგან განსხვავებით. მთლიანობაში რომ დავინახოთ ფორმულა, იგი ასე გამოიყურება: პოლიტიკიდან ბიზნესში წასვლა, ბიზნესის შექმნა და ამის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნება, ისე რომ შენარჩუნდეს ყველა კავშირი.

_ ანუ, ფაქტობრივად, ეს გახლავთ ქართული ბიზნესის აგებულება.

_ დიახ, ზუსტად ასეთი ანატომია აქვს ჩვენს ბიზნესს. ამის მეტი სხვა ბიზნესი, დღესდღეობით, არ არსებობს და არ ვითარდება. მე ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ანუ როგორც იურისტს, ამ ყველაფერზე საკუთარი მოსაზრებაც მაქვს: აუცილებლად საჭიროა, რომ კომპანიამ, რომელმაც დაარღვია თავისი ვალდებულება, პასუხისგებაში მიეცეს და სასამართლო წესით მას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება; მეორე მხრივ, ვინც ამ კომპანიის უკან დგას, მასაც უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება. კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ასეთი ცვლილებები და მსგავსი რეგულაცია უნდა იყოს ყველაზე გავრცელებული: არ შეიძლება იმ ადამიანმა მართოს კომპანია, რომელსაც სახელმწიფოსთან გარკვეული გარიგება აქვს და თვითონ წარმოადგენს, როგორც ჩინოვნიკი, სახელმწიფოს ნაწილს. არ შეიძლება ასეთი რამ, ქვეყანა ინგრევა ამით, რადგან ინსტიტუციები აღარ ვითარდება! სახელმწიფო და ბიზნესი არის და უნდა იყოს სხვადასხვა ცნება. საქართველოშიც ასეა, ოღონდ იდეაში, პრაქტიკაში კი სულ სხვანაირად გამოიხატება. აქ ბიზნესს ვერ დაიწყებ, თუკი რაღაც ინტერესები არ იქნა ჩინოვნიკთა მხრიდან.

_ თუკი ასეთ კომპანიებს უმაღლეს ხელისუფლებაში ჰყავთ პატრონები და მფარველები, მაშინ ვინ გაბედა, რომ ეს „შავი სია“ შეადგინა?

_ აი, აქ არის ძალიან საინტერესო სიტუაცია: საქმე ის გახლავთ, რომ ეს ახალი ბაზა არ არის, საკმაოდ ძველი მონაცემებია, რომელიც თავიდან იმიტომ შეიქმნა, რომ რეაგირება მომხდარიყო, შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა _ მონაცემები დარჩა და დღეს უკვე აღარ აქვთ შესაძლებლობა, ისე თავხედურად მოიქცნენ, რომ ეს ბაზა ერთი ხელის მოსმით გააქრონ. ამიტომ გითხარით, რომ საჯარო საიტზეც არის ეს სია დადებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზეა. პრაქტიკულად, ეს არის ძველი საქმე _ ძალიან კარგია, რომ დაიწყო კომპანიების გამოვლენა, მაგრამ მერე ამ ყველაფერს გაგრძელება არ მოჰყვა.

_ მაინც, როდის უნდა იყოს ეს კომპანიები შექმნილი და სია შედგენილი?

_ ვფიქრობ, რომ 2003-2004 წლებზე უნდა იყოს საუბარი. წინა ხელისუფლების დროს შექმნილი კომპანიებია, ძირითადად, და რამდენიმეა შექმნილი უკვე არსებული ხელისუფლების პირობებში. ფაქტობრივად, ბიზნესი ჩაანაცვლეს. ჯერ „ნაციონალური“ მოძრაობა აკეთებდა ფულს ამ მექანიზმით, მერე ესენი მოვიდნენ, სახელები და სახეები შეცვალეს და ახლა თვითონ აკეთებენ.

_ ანუ სქემა „ნაციონალებმა“ ჩამოაყალიბეს, თუ როგორ გამოეტანათ ფული ბიუჯეტიდან, ამათ კი იმის მაგივრად, რომ ეს მანკიერება აღმოეფხვრათ, სქემა მოეწონათ და ესტაფეტა გადაიბარეს?

_ კი ბატონო, ფაქტობრივად, ეს არის „ნაციონალების“ მიერ მოფიქრებული ფულის გათეთრების საშუალება, რაც ჭკუაში დაუჯდა „ქართულ ოცნებასაც“ და გადაიბარა ბიზნესი.

_ ეს კომპანიები ბუნებაში არსებობენ, თუ მხოლოდ ქაღალდზე არიან და დირექტორი და ბუღალტერი არსებობს?

_ ერთი კონკრეტული მაგალითით გიპასუხებთ მაგ კითხვაზე: არის ასეთი კომპანია, რომლის სახელია შპს „ჯეო თრეიდი“, საიდენტიფიკაციო კოდი: 400042770 Search For Ownership Information;  კატეგორია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს); ქალაქი: თბილისი; მისამართი: გურამიშვილის 19; ტელეფონის ნომერი: +995593621262; ფაქსის ნომერი: +995322342706; ელექტრონული ფოსტა: [email protected] ვებგვერდი: http://tradege.ge ტენდერების რაოდენობა შეთავაზებების მიხედვით: 5; მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება: GEL 390,000.00; მოგებული კონტრაქტების საერთო საბაზრო ღირებულება: GEL 377,950.00; სავარაუდო Vs ფაქტობრივი თანაფარდობა: 96.91%; მოგებულ კონტრაქტებზე შემსყიდველთა საშუალო რაოდენობა; „ჯეო თრეიდის“ სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი _ 15 მარტი, 2012 წელი. ამ თარიღს დააკვირდით. საქმე ის არის, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში არ ფიქსირდება კონკრეტული პირის მონაცემები და ვინაობა, რის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ კონკრეტული კომპანიის მაგალითის შემთხვევაში სახეზე გვაქვს უკვე ახალი კლანი. სხვა დასკვნას ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ მონაცემების არარსებობა არ იძლევა სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან მძიმე სიტუაციასთან გვაქვს საქმე და, პირველ რიგში, სწორედ ამ სიტუაციის გამოსწორებისკენ უნდა იყოს ძალისხმევა მიმართული. ეს იქნებოდა ჭეშმარიტი „ქამრის შემოჭერა“.

 

შპს ,,ჯეო თრეიდი“ (ს/კ:400042770) 11.03.2015.

შემსყიდველი ორგანიზაცია: თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტი.

ტენდერის ნომერი: SPA 140013559.

შესყიდვის ობიექტი: 34100000 _ ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

მიმწოდებელი: შპს ,,ჯეო თრეიდი“ (ს/კ:400042770).

შავ სიაში რეგისტრაციის მიზეზი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა;

 

შპს „სამკერვალო-მაუდი“ (ს/კ:202334946) 11.03.2015.

შემსყიდველი ორგანიზაცია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების რეკვიზიტები: 06.11.2014  #325-2014 (CMR 140167918).

შესყიდვის ობიექტი: 18100000 _ სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები.

მიმწოდებელი: შპს ,,სამკერვალო-მაუდი“ (ს/კ:202334946).

შავ სიაში რეგისტრაციის მიზეზი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა;

 

შპს „ნიუ კონსტრაქშენი“ (ს/კ:243917302) 11.03.2015

შემსყიდველი ორგანიზაცია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

ტენდერის ნომერი: SPA 130016209.

შესყიდვის ობიექტი: 45400000 _ შენობის დასრულების სამუშაოები.

მიმწოდებელი: შპს „ნიუ კონსტრაქშენი“ (ს/კ:243917302).

შავ სიაში რეგისტრაციის მიზეზი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება;

 

ი.მ. ალბერტ აბრამიანი (პირადი #01011026872) 11.03.2015

შემსყიდველი ორგანიზაცია: სსიპ „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია“.

ტენდერის ნომერი: SPA 140025246.

შესყიდვის ობიექტი: 34300000 _ ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის.

მიმწოდებელი: ი.მ. ალბერტ აბრამიანი (პირადი #01011026872);

შავ სიაში რეგისტრაციის მიზეზი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება.

 

ი.მ. გოჩა დუმბაძე (პირადი #12001010482) 11.03.2015

შემსყიდველი ორგანიზაცია: სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“.

ტენდერის ნომერი: SPA 140017947.

შესყიდვის ობიექტი: 45400000 _ შენობის დასრულების სამუშაოები.

მიმწოდებელი: ი.მ. გოჩა დუმბაძე (პირადი #12001010482).

შავ სიაში რეგისტრაციის მიზეზი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება;

 

შპს „მეგა ბემონი“ (ს/კ: 406055824) 10.03.2015

შემსყიდველი ორგანიზაცია: შპს „საქაერონავიგაცია“.

ტენდერის ნომერი: SPA 140017677.

შესყიდვის ობიექტი: 45400000 _ შენობის დასრულების სამუშაოები.

მიმწოდებელი: შპს „მეგა ბემონი“ (ს/კ: 406055824).

შავ სიაში რეგისტრაციის მიზეზი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა;

 

შპს „ინჟინერი 1994“ (ს/კ: 448385382) 10.03.2015

შემსყიდველი ორგანიზაცია: ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

ტენდერის ნომერი: SPA 140027943.

შესყიდვის ობიექტი: 98300000 _ სხვადასხვა მომსახურება.

მიმწოდებელი: შპს „ინჟინერი 1994“ (ს/კ: 448385382).

შავ სიაში რეგისტრაციის მიზეზი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება.

 

შავი სია

 

შპს „მეგა ბემონი“ (ს/კ: 406055824)10.03.2015;

შპს „ინჟინერი 1994“ (ს/კ: 448385382)10.03.2015;

შპს „ალბატროსი 2012“ (ს/კ: 430797435)09.03.2015;

შპს „მშენებელი XXI+“ (ს/კ: 404967461)09.03.2015;

ი.მ. ლალი გეგეჭკორი (პირადი #01019035213)09.03.2015;

შპს „გრამა ტეკ“ (ს/კ: 404924070)09.03.2015;

 შპს „კანც პაპერი“ (ს/კ: 406058803)06.03.2015;

შპს „აითისი“ (ს/კ: 405017574)06.03.2015

შპს „ბაზალტი და გრანიტი“ (ს/კ: 430797872)06.03.2015;

შპს „ფავორიტი ედვერთისმენთი“ (ს/კ: 404416128)05.03.2015;

შპს „ვორლდ სერვისი“ (ს/კ: 202251080)05.03.2015;

შპს „დიდგორი“ (ს/კ: 406108297)05.03.2015;

შპს „საბა 2“ (ს/კ: 442729567)04.03.2015;

შპს „ინვეტი“ (ს/კ: 404387481)04.03.2015;

შპს „ც. კომპანი“ (ს/კ: 406121227)04.03.2015;

 შპს „კახეთი 2013“ (ს/კ: 427718357)04.03.2015;

 შპს „ნ.ლ“ (ს/კ: 406133526)04.03.2015;

 შპს „დანი“ (ს/კ: 401959582)27.02.2015;

შპს „არხი-ჟე“ (ს/კ:401973370)26.02.2015;

შპს „კახეთი 2013“ (ს/კ: 427718357)25.02.2015;

შპს „ანტუ-რაჟი“ (ს/კ: 404951165)25.02.2015;

შპს „მშენებელი XXI+“ (ს/კ: 404967461)25.02.2015

 

P. S.  „ქრონიკა+“-მა სიაში არსებულ რამდენიმე კომპანიასთან დაკავშირება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ისინი ვერც დაფიქსირებულ მისამართზე ვიპოვეთ და ტელეფონებიც გათიშული და ზონიდან გასული აღმოჩნდა. არადა, ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ კომპანიების წარმომადგენელთა აზრიც, რისი გამოთქმის საშუალებასაც აუცილებლად მივცემთ, თუკი გამოგვეხმაურებიან.

 

დავით დევიძე