ყირიმში „კანონიერ ქურდებს“ უტევენ

qurdigocha

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, გასულ უქმეებზე, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის, თანამშრომლებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც გისოსებს მიღმა, ერთდროულად სამი ეგრეთწოდებული ,,კანონიერი ქურდი“ აღმოჩნდა. როგორც გაირკვა ორ მათგანს საპყრობილეში საკმაოდ დიდი ხანი მოუწევს გაჩერება, ხოლო მესამე „ზაკონნიკი“ კი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას იძულებით დატოვებს. ინტერნეტგვერდის მონაცემებით, სამართალდამცავები ერთ-ერთ პირველს, ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტს, 53 წლის კამო საფარიანს ესტუმრნენ, რომელიც იალტაში, ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლამდე, მყარად იყო გამაგრებული. საფარიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ სამალავებში გადამალულ ცეცხლსასროლ იარაღებს მიაგნო. ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალა ამოიღეს ასევე, 41 წლის ჩეჩენი ავტორიტეტის გილან ალიევის (გილან სედოი) საცხოვრებელი ბინიდანაც. ჩეჩენი ,,ზაკონნიკი“ წარსულში , დიდი რაოდენობით ამფეტამინის უკანონოდ შეძენა შენახვის ბრალდებით იყო ნასამართლევი. რაც შეეხება კახაბერ ორაგველიძეს (კახა ტბილისკი), რომელიც ასევე მოჰყვა პოლიციის მიერ ორგანიზებულ ,,აბლავაში“, მას ხულიგნობისათვის 10 დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეეფარდა. აღსანიშნავია, რომ სამთავე დაკავებულ კრიმინალურ ავტორიტეტს ქურდულ წრეებში, სერიოზული პრობლემები აქვთ და მათთვის ,,ქურდული ტიტულის“ტარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა ჯერჯერობით, სანამ ქურდული სამყაროს ,,ელიტური“ ნაწილი ღიად არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ისინი ,,დროებითი იმუნიტეტით“ სარგებლობენ, რასაც ვერ ვიტყვით, ვლად შარაპზე, რომლის თავზეს ,,პრაგონის“ სახით უბედურების ზარმა, ცირკაჩის, ცეზარის, ჟორას, ზაბავას და ტოლიკის ხელით, რამოდენიმე კვირის წინ ჩამოჰკრა.