მოსკოვიდან დეპორტირებული „კანონიერი ქურდი“ შსს-მ აეროპორტში დააკავა (ვიდეო)

9b134972f8d8b2d36602bab78a5ccee8

გუშინ რუსმა სამართალდამცავებმა, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან, ალტაის რეგიონში დაკავებული ქართველი ,,კანონიერი ქურდი“ 37 წლის ლევან მარგია, (კრიმინალურ წრეებში ლევიკ ზუგდიდსკი) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრების ბრალდების მოტივით, საქართველოს მიმართულებით დეპორტაცია გაუკეთეს. ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტზე, სამართლებრივი დევნა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო. როდესაც ის ნუკოვოს აეროპორტში, ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ დაკავების შემდეგ ,,პრესნენსკის“ იზოლატორში, მას პეტროვიჩ კაზახსტანსკიმ ,,ქურდული პრეტენზია“ წაუყენა და შეახსენა, რომ ის ქურდულ ტიტულს უკანონოდ ფლობდა. თუმცა, ალტაის მხარეში მისი გადაგზავნის შემდეგ, მას არ გასჭირვებია ცალმხრივად მოეგვარებინა პირადი პრობლემები, როგორც რუსული წყაროები იუწყებიან მისი ტუტულის აღდგენის ამბავს მოსკოვამდე ჯერჯერობით არ ჩაუღწევია. ერთი კვირის წინ, ქალაქ ბარნაულის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავებმა, მარგიას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. გატარებული ოპერატიული სამძებრო სამუშაოების მსვლელობის დროს, ადგილობრივმა კანონის დამცავებმა, ზუგდიდელი ,,ავტორიტეტის“ სამშობლოს მიმართულები დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოში ჩამოსული კრიმინალური ავტორიტეტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საერთშორისო აეროპორტში, კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღიარებს ქურდულ სამყაროს და გარკვეული პერიოდიდან მისი წესების დაცვით ცხოვრობს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით).