სენატორ ტედ კრუზსს ამერიკის პრეზიდენტობა სურს

სა22

ტეხასის შტატის რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი (Ted Cruz) 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, საკუთარი კანდიდატურის დაყენების იმედს გამოთქვამს. სამომავლო გეგმები სენატორმა მკითხველს, Twitter-ის საკუთარი მიკრობლოგის საშუალებით გააცნო. ,,მე ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას და რათქმაუნდა თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. ძლიერი კონსერვატორების ახალი თაობა ამერიკას ძველ სიძლიერეს დაუბრუნებს“ – აცხადებს სენატორი. როგორც სააგენტო ,,Reuters“-ი იუწყება, კრუზი 23 მარტს, ვირჯინიის თავისუფლების უნივერსიტეტში, აღნიშნულ თემაზე ლექციას წაიკითავს. ტეხასელი სენატორი კონსერვატიულ-ლიბერტარიანულ, რესპუბლიკური ფრთის მიმართ სიმპატიურადაა განწყობილი, თუმცა ცნობილია, რომ მის გარდა რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობა კიდევ რამოდენიმე ცნობილს სახეს სურს. 44 წლის კრუზი პირველი ლათინოამერიკული წარმომავლობის პოლიტიკოსია, რომელიც სენატში აირჩიეს. მისი მამა კუბიდანაა ემიგრირებული.