დიდი ბრიტანეთი რუსეთს, უკრაინისათვის ყირიმის დაბრუნებას სთხოვს

ვფფ4

რუსეთის ფედერაციის მიმართ ჩვენი გზავნილი ყველასათვის ნათელია, 2014 წლის მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთება, უკანონოდ მოხდა და  წლისთავზე სახალხო ზეიმი უბრალოდ მორიგი ცინიზმია. რუსეთის ფედერაციამ ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნოს“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის მირ ყირიმის მიერთების წლისთავის ,,იუბილის“ აღნიშვნის საპასუხოდ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ,,რუსეთის ფედერაციამ საზღვრების შესაცვლელად ძალა გამოიყენა, ასეთი ქმედება, საერთაშორისო უსაფრთოებას ემუქრება და მთელი რიგი სახელმწიფოების კანონიერი მოწყობის, კერძოდ, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღდეგ გადადგმულ ნაბიჯად მოიაზრება. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმში გასულ წელს ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელსაც  მიწების მიტაცება მოჰყვა“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ბრიტანეთის საგარეო სამქეთა მინისტრი აწერს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 16 მარტს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელსაც ნახევარკუნძულის სახელმწიფოებრიობის სამომავლო სტატუსი უნდა განესაზღვრა. რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას ამომრჩევლის 96,77%-მა დაუჭირა მხარი. 18 მარტს მოსკოვში, რუსეთ-ყირიმს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენელ სუბიექტად ოფიციალურად გამოცხადდა.