კოლომოისკი ,,Укрнафт”-ს შენობაშია გამაგრებული

ცდ33

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის სერგეი ლეშენკოს განცხადებით, ნავთობპროდუქტების გადამზიდავი კომპანიის «Укрнафт»-ის შენობა, დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის იგორ კოლომოისკის დაქვემდებარებაში მყოფი ბანდფორმირებების მიერაა ბლოკირებული ,,რადას მიერ მიღებული კანონის მიხედვით, კოლომოისკის ,,პრივატ ჯგუფის“ მიერ კონტროლირებადი აქციების დიდი ნაწილი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა, რომლის შედეგადაც კოლომოისკის წარმომადგენელი ალექსანდრ ლაზორკო კომპანიის შეფის თანამდებობიდან სახლში გაუშვეს“ – აცხადებს დეპუტატი. თავად ოლიგარქი მიმდინარე მოვლენებს შემდეგნაირად აფასებს ,,მე ყოველნაირად ვეცდები, კომპანია, რომელიც უკრაინის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი ღერძის ფუნქციას ასრულებს, რუსი დივერსანტების ხელში არ გადავიდეს“. ეკონომიკის ექსპერტები, გაოცებით შეხვდნენ გუბერნატორის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუს დივერსანტებთან დაკავშირებით, რადგან არავინ დაობს, რომ კიევის ახალმა ხელისუფლებამ აღნიშნული კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების მითითებით მიიღო. მათი თქმით, კომოპანიის გარშემო დაპირისპირება, პეტრო პორაშენკოს და იგორ კოლომოისკის დუელად მოიაზრება.