კოლომოისკის დაფინანსებული ბატალიონები კიევისაკენ დაიძრნენ

gd1

დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის, იგორ კოლომოისკის მიერ დაფინანსებულმა ბატალიონის მებრძოლებმა, ეგრეთწოდებული ,,ანტიტერორისტული“ სპეცოპერაციის ზონის დატოვება დაიწყეს და გეზი კიევისაკენ აიღეს. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, კიევის მიმართულების მათი გადაადგილების ნამდვილი მიზეზი არ ხმაურდება, თუმცა არავინ დაობს, რომ შეიარაღებული ფორმირებების მანევრი, უკანასკნელ დღეებში «Укртранснафты» გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ,,კომპანიის შენობა, რადას მიერ მიღებული კანონპროექტის შემდეგ, რკინის ღობით შემოღობეს და ცენტრალურ გასასვლელებთან, ბრონირებული სამხედრო მანქანები პატრულირებენ. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს კერძო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არიან, თუმცა კიევის მტკიცებით, სახელმწიფო კომპანიის შებონის ბლოკირებას, ბატალინოი «Днепр-1»-ის მებრძოლები ახორციელებენ, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ძველ მენეჯმენტს, რომელიც მილიარდერი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის ერთგულ გარემოცვად მოიაზრზება“ – აცხადებს უკრაინის შინაგანი უწყების წარმომადგენელი.