ვლადიმერ პუტინი: „რა ვქნათ? ჭორების გარეშე ცხოვრება მოსაწყენია“

wq233

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა. ,,რა ვქნათ? ჭორების გარეშე ცხოვრება მოსაწყენია“ – აღნიშნული კომენტარი პუტინმა, პეტერბურგში ყირგიზეთის პრეზიდენტთან, ალმაზბეკ ატამბაევთან შეხვედრის დროს გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო РИА Новости ავრცელებს. რუს კოლეგას მხარი ყირგიზეთის პრეზიდენტმაც დაუჭირა და მედიის წარმომადგენლებს იუმორით გაჯერებული ტონით მიმართა ,,ჩემი კოლეგა ფორმაშია, ცოტა მანერვიულა კიდეც, ის ავტომობილს საკმაოდ სწრაფად მართავს“ – აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.