პუტინმა ჩრდილოეთ ფლოტის სრული საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა

putin-czar

დღეს დილით, მოსკოვის დროით 8:00-საათზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩრდილოეთ ფლოტის სრული საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრეზე სერგეი შოიგუზე დაყრდნობით, სააგენტო РИА Новости ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურად თავდაცვის უწყება დასავლეთ სამხედრო ოლქის, სამხედრო საჰარო სადესანტო ნაწილების, საბრძოლო მზადყოფნას შეამოწმებს. შოიგუს თქმით ,,დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას 38 000 სამხედრო პირი, 3360 სამხედრო ტექნიკა, 41 ერთეული საზღვაო ხომალდი, 110 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას. თებერვლის ბოლოს შოიგუს განცხადების გათვალისწინებით, რომლითაც მან არქტიკაზე რუსეთის ფედერაციის ინეტრესების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა, უნდა ვივარაუდოდთ, რომ სამხედრო საზღვაო ძალების მობილიზება აღნიშნულ განცხდებას უკავშირდება.