პუტინი, ლუკაშენკო და ნაზარბაევი ერთმანეთს ასტანაში 20 მარტს შეხვდებიან

972416331

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ყაზახ და ბელორუს კოლეგას 20 მარტს ასტანაში შეხვდება. აღნიშნულ განცხადებას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დაურენ აბაევი აკეთებს. ,,სამმხრივი შეხვედრა ასტანაში 20 მარტს შედგება. მხარეები მზაობას გამოთქვამენ, ჩვენ მივიღეთ დოკუმენტალური თანხმობა და შეხვედრისათვის მოსამზადებელი პროცესები სარეალიზაციოდ ჩაშვებულია“ – ინფორმაციას სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს. პუტინის, ნაზარბაევის და ლუკაშენკოს შეხვედრა, ასტანაში 12-13 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო.