ვლადიმერ პუტინი: „სანქციები უნდა დაუწესდეთ იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებებს აფინანსებენ“

ტ54რ

აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ანდრეი კონდრაშოვის დოკუმენტურ ფილმში ,,ყირიმი გზა სამშობლოსაკენ“ გააკეთა, რომლის სპრემიერო ჩვენება «Россия 1» – ის ტელევიზიით შედგა. ჩვენ ვიმოქმედეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები რუსი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. არაფრით არ შეიძლება ეს ყველაფერი ფულზე გაცვალო. ეს დაუშვებელია. ჩემს მიერ დასახული ამოცანა გათვლილი იყო საერთაშორისო ნორმებზე, ყირიმელ ხალხს არჩევანის გაკეთების უფლება მივეცით, ეს გზა მათ აირჩიეს და ეჭვიც არ მეპარება, რომ არ შემცდარან. ისინი მშვიდობას იმსახურებენ და ეს მშვიდობა ჩვენ დავიცავით. დონბასში განვითარებული მოვლენები, ამყარებს მათი გადაწყვეტილების სისწორეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე გავეცი ბრძანება, რომ ყირიმი უსისხლოდ, სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე უნდა დაბრუნებოდა მშობელ დედას და ეს ბრძანება პირნათლად შესრულდა. აქ მთავარი როლი ადგილობრივმა მოსახლეობამ შეასრულა. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთი და რუსეთის მოსახლეობა ერთი ძალაა, უბრალოდ ჩვენ შევძელით მათთვის ეს ერთსულოვნება დაგვენახებინა. რაც შეეხება სანქციებს, ეს უტოპიური, ოდიოზური ნაბიჯია მათი მხრიდან და მემგონი ყველა თანხმდება, რომ სანქციები და შეზღუდვები ეკუთვნით მათ, ვინც სახელმწიფო გადატრიალებებს აფინანსებს. რამდენი სისხლი დაიღვარა უკრაინაში?? რამდენი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა დასავლეთის მიერ დაგეგმილმა სახელისუფლებო ცვლამ? ვიცით ხომ?? მემგონი განსხვავება სახეზეა და ეს დავას აღარ ექვემდებარება“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.