ვლადიმერ პუტინი: „ყირიმში უკრაინული ბაზების უსისხლოდ განეიტრალება „ГРУ“-ს ვეტერანებმა შეძლეს“

2

აღნიშნული განცხადება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კონდრაშოვის დოკუმენტურ ფილმში ,,ყირიმი გზა სამშობლოსაკენ“ გააკეთა, რომლის საპრემიერო ჩვენება «Россия 1»-ის ტელევიზიით შედგა. ,,გულახდილად გეტყვით, ჩვენ მაქსმიალურად ყველაფერს ვაკეთებდით, რომ პროცესებს უმტკივნეულოდ და უსისხლოდ ჩაევლო. სწორედ ამის გამო არსებობს ,,ГРУ“-ს სპეცნაზი, რომლებმაც უმოკლეს დროში შეძლეს ნახევარკუნძულზე არსებული ყველა სახელმწიფო დაწესებულების კონრტოლი. როდესაც გათენდა აღმოჩნდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს და სხვადასხვა სასიცოცხლოს მნიშვნელობის ობიექტებს სპეცრაზმი აკონტროლებდა. ოპერაცია პანიკის თავიდან აცილების მიზნით ღამით შესრულდა. კიევის მიერ მობილიზებულ რადიკალურ ჯგუფებს ნახევარკუნძულზე შემოსვლის სურვილი დავუკარგეთ. რაც შეეხება უკრაინის სამხედრო ძალებს, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ბიჭები თავს მართავდნენ, ისინი ბოლომდე იცავდნენ მათ მიერ დადებულ ფიცს, მაგრამ არ ესმოდათ, რომ ფიცი, რომელიც სამშობლოს წინაშე დადეს, ის სამშობლო მათ სახელმწიფო გადატრიალების გზით წაართვეს. იყო ერთი შემთხვევა, ერთ-ერთი სამხედრო ბაზის მეთაურმა უარი განაცხადა, ყირიმელი მოსახლეობის მხარეზე გადასულიყო და საკუთარი დაქვემდებარების ქვეშ მყოფ სამხედრო ნაწილში, საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა. სისხლისღვრას ერთი ნაბიჯი გვაცილებდა. მე გავეცი ბრძანება, რომ მოსალაპარაკებლად ვეტერანები გაეშვათ ,,მოხუცებმა“ შეძლეს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა და უკვე დილის შვიდ საათზე აღნიშნული სამხედრო ბაზის მეთაურმა განცხადება დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ეს არის სამხედრო სიბრძნე და ღირსება, რომელიც უკრაინელ სამხედროებს უხვად აქვთ მინიჭებული. მათ სიტუაცია სწორად შეაფასეს და თავიდან ავიცილეთ სისხლისღვრა“ -განაცხდა ვლადიმერ პუტინმა.