ვლადიმერ პუტინი: „ყირიმის კრიზისის დროს ბირთვული არსენალის მობილიზება საჭიროდ არ ჩავთვალე“

2

აღნიშნული განცხადება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ანდრეი კონდრაშოვის დოკუმენტურ ფილმში ,,ყირიმი გზა სამშობლოსაკენ“ კააკეთა, რომლის საპრემიერო ჩვენება ,,Россия 1“ ტელეეთერში შედგა. ,,ჩვენ მზად  ვიყავით ეს ნაბიჯიც გადაგვედგა, აღნიშნულის შესახებ მე კოლეგებს ვესაუბრე. მე მათ პირდაპირ ვუთხარი, ყირიმი ისტორიულად ჩვენი ტერიტორიაა და იქ რუსები ცხოვრობენ. ისინი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და ჩვენ უბრალოდ მათი ბედისანაბარა მიტოვების უფლება არ გვქონდა. ყირიმში სახელმწიფო გადატრიალება არ მომხდ არა, ეს იყო ჩემს მიერ დასახული პირველი ამოცანა, ხალხს უნდა მისცემოდა იმის საშუელება, რომ რეფერენდუმის გზით დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი, სურდათ თუ არა მათ სახლში დაბრუნება. ეს ჩვენ შევძელით და ხალხმაც. კიევის მიერ მობილიზებული რადიკალური ჯგუფების მცდელობის მიუხედავად, რომ ყირიმში ცეცხლი დანთებულიყო, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მოვლენების განვითარების ყველა ვარიანტს განვიხილავდით, მე არ ჩავთვალე საჭიროდ ბირთვული ძალის დემონსტრირება. ადგიოლობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ტერიტორია ცივილურად და კულტურულად დაიცვა. ეს ჩვენი ვალი იყო და ეს შევძელით. ყირიმი მშობელ დედას დაუბრუნდა“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.