ნემცოვის მკვლელობში კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს

ბორ

ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის გარშემო, ანზორ გუბაშევის და ზაურ დადაევის გარდა, სამართალდამცავებმა კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. ინფორმაციას ინგუშეთის უშიშროების საბჭოს მდივანზე ალბერტ ბარახოევზე დაყრდნობით, სააგენტო ,,РИА Новости“ ავრცელებს. ბარახაევის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული მამაკაცი, ნემცოვის მკვლელობის მომენტში, დადაევთან ერთად ავტომობილში იჯდა. მან ასევე დაადასტურა, ანზორ გუბაშევის უმცროსი ძმის დაკავებაც, რომელიც ბოლო დროს ,, КамАЗ“-ს კლასის სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა. გახმაურებული საქმის გარშემო ფიგურანტი პირების ვინაობა ბარახოევმა არ გაახმაურა, თუმცა დაადასტურა, რომ სამართალდამცავები, მოსკოვთან ახლოს გუბაშევების სახლს ჩხრეკენ. შაბათს 7 მარტს, გუბაშევის და დადაევის დაკავების შესახებ ინფორმაცია ,,ФСБ“-ს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა გაავრცელა. მისივე თქმით, ორთავე ეჭვმიტანილი ინგუშეთის ტერიტორიაზე დააკავეს. რეგიონის უშიშროების სამსახურის მონაცემებით, დადაევი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ბატალიონ «Север-ში მსახურობდა, ხოლო გუბაშევი მოსკოვთან ახლოს მდებარე ჰიპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლად ირიცხებოდა.