მიხეილ სააკაშვილი:„უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შტატებში 99%-ი გადაწყვეტილია“

გ4

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩევლის სტატუსით სარგებლობს, უკრაინის ტელეკანალ «5 канал“-თან მიცემულ ინეტრვიუში აცხადებს, რომ შტატების მიერ უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია. ,,ეს გადაწყვეტილება 99%-თ მიღებულია. თუ როდის იქნება უკანასკნელი ერთი მნიშვნელოვანი პროცენტი რეალიზებული, ჩემთვის ეს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ყველანი თანხმდება, რომ უკრაინელი ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა აუცილებლობას წარმოადგენს. უკრაინას დრო ძალიან ცოტა აქვს. ეს იქნება სიგნალი აგრესორის მიმართ, სწორად და ფრთხილად მიუდგეს უკრაინელი ხალხის ნებას“ – აცხადებს სააკაშვილი. მიმდინარე წლის 13 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ, უშტატო მრჩევლად დანიშნა.