ამერიკის ფინანსთა მინისტრი უკრაინას დამხარებას ჰპირდება

გ3

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯეკ ლიუმ, სატალეფონო საუბრის მსვლელობის დროს, უკრაინის მთავრობის მეთაურს, არსენ იაცენიუკს, ქვეყანაში გასატარებელი რეფომრების მხარდასაჭერად ფინანსური დახმარების პირობა მისცა. იუწყება სააგენტო РИА «Новости». თუმცა ამერიკელი ჩინოვნიკი, უკრაინის პრემიერს, ამერიკული დამხარების ძირითად ფაქტორად. მსოფლიო სავალუტო ფონდის, რეკომენდაციებს ასახელებს. ,,თეთრი სახლი მიესალმება უკრაინის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ამბიციურ ეკონომიკურ პაკეტს. ჩვენ შევეცდებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვიმუშაოთ და უკრაინას ფინანსური დახმარება გავუწიოთ, რადგან ქვეყნის ეკონომიკა სასწრაფო სტაბილიზაციას მოითხოვს“ – აცხადებს ჯეკ ლიუ.