ობამამ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გ1

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების მოქმედების ვადა, ერთი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნული ინიციატივა თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ამერიკული ადმინისტრაციის გადაწვეტილებით, რუსეთის ფედერაციის აგრესიის შესაჩერებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი, ობამას ბრძანებით ნომრით-13660, 2014 წლის 6 მარტს ამოქმედდა. 90 დღიანი მსჯელობის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი, დასამტკიცებლად კონგრესს გადაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ,,საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი“ მიმდინარე წლის 6 მარტიდან, ერთი წლით გახანგძლივდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ, რუსული სანქციების დაწესება, რამოდენიმე ეტაპად დაყო. აქედან პირველი პაკეტი 2014 წლის 6 მარტს შევიდა ძალაში, შემდეგ 20 მარტს და საბოლოო ვარიანტი კი 19 დეკემბერს. ამერიკული სანქციების ძირითადი არეალი, რამოდენიმე რუსულ კომოპანიაზე ვრცელდება. ძირითადად ეს ენერგო, ფინანსურ და თავდაცვით სტრუქტურებს ეხებათ. პარალელურად ეკონომიკური სანქციების პაკეტი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების გარკვეულ ნაწილსაც ზღუდავს.