პოროშენკო: „თუ ტერორისტები სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევენ, საომარ მდგომარეობას ვაცხადებ“

ukraina_3

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ,14 თებერვალს ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ იმ შემთევვაში თუ,დონბასში ამბოხებულები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს არ დაიცავენ, იძულებული გახდება ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს.,,ადვილი წარმოსადგენი არაა თუ როგორ მოვიქცევით იმ შემთხვევაში თუ, დონბასში ამბოხებული ტერორისტები მინსკში მიღწეული სამშვიდობო გეგმის პირობებს დაარღვევენ.მოქმედი კანონმდებლობით უბრალოდ ვალდებული გავხდები ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოვაცხადო.პირველ რიგში ყველანი ფრონტზე!ეს იქნება მთავარი დევიზი და მოწოდება.შესაბამისი უწყებები კოორდინირებას გაუწევენ საერთო სახალხო მობილიზაციას.ჩვენ ვიცავთ უკრაინის მიწას და მომავალი თაობები უმოქმედობას არ გვაპატიებენ.მინსკში გამგზავრებამდე მე გავაფრთილე მინისტრთა კაბინეტი,რომ იყვნენ მზად ამ უმძიმესი გადაწყვეტილების მისაღებად.საერთო სახალხო მობილიზაცია არა მხოლოდ დონეცკის ოლქს და ლუგანსკს შეეხება,არამედ სრულიად უკრაინას“განაცხადა პოროშენკომ.