სერგეი შოიგუ: „რუსეთი კუბასთან სამხედრო თანამშრომლობას იწყებს“

r555555

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთი კუბასთან სამხედრო თანამშრომლობას გააღმავებს ,,ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა სამხედრო სფეროში კონსტრუქციულად მიმდინარეობს. ამჟამად ჰავაის პორტებს რუსული სამხედრო გემები დროდადრო სტუმრობენ, მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ ეს პროცესი გაღრმავდება და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ჩვენ ამ მხრივ გაუცხოებულნი არავრთ და ორ ქვეყანას ერთმანეთთან თანამშრომლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. დასახული გეგმის პროექტი მზადაა და უახლოეს მომავალში სარეალიზაციოდ ჩაეშვება“ – აღნიშნული განცხადება შოიგუმ რაულ კასტროსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.