ჯენიფერ ფსაკი: „დებალცევოში უკრაინულ არმიის ნაწილებს რუსები ბომბავენ“

33333333333333333333333333333

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯენიფერ ფსაკი, რუსეთის ფედერაციას, დონბასში ამბოხებულთათვის, მძიმე შეიარაღების მიწოდებაში ადანაშაულებს. აღნიშნული განცხადება მან ყოველდღიურად ჩანიშნული პრესკონფერენციის მსვლელობის დროს გააკეთა. ,,ჩვენ ძალიან აღშფოთებულნი ვართ, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლები დასახლებულ პუნქტებში მიმდინარებს და ორმხრივ შეტაკებებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთის ფედერაცია ადგილობრივ მებრძოლებს მძიმე ტექნიკას და საარტილერიო დანადგარებს აწვდის. დებალცევოსთან რუსული საჯარისო ფორმირებები იბრძვიან და არა ადგილობრივები. ეს საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ უკრაინული არმიის ნაწილებს რუსული წარმოების საზენიტო სარაკეტო დანადგარებით ბომბავენ“ – აცხადებს ქალბატონი ფსაკი.