სააკაშვილი უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხს გაუწევს კოორდინირებას

saaw1

როგორც სააგენტო ,,ТАСС“-ი იუწყება, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, აცხადებს, რომ მისი ძირითადი ამოცანა, დასავლეთის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული იარაღის კოორდინირება იქნება. ,,ახლა მთავარია უკრაინას დასავლეთმა დახმარების ხელი გამოუწოდოს და უკრაინელ ხალხს იარაღი მიაწოდოს. მე კი შევეცდები აღნიშნულ პროცესს სწორი კოორდინირების საშუალება მივცე. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მიმაჩნია, რომ მე თავისუფალი პოლიტიკოსის სტატუსს შევინარჩუნებ და არ ვაპირებ უკრაინის მოქალაქეობა მივიღო“ – აცხადებს სააკაშვილი. 13 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი მის მრჩევლად დანიშნა.