ასლან აბაშიძე – შალვა ნათელაშვილი ფარული ჩანაწერი #2 (აუდიო)

12365

უცნობი: ალო!

შ. ნათელაშვილი: ღამე მშვიდობის!

უცნობი: გამარჯობა!

შ. ნათელაშვილი: ბატონ ასლანს სთხოვეთ!

უცნობი: აა, ბატონი შალვა ბრძანდებით?

შ. ნათელაშვილი: კი, კი, რომელი ხართ?

უცნობი: თენგო ვარ!

შ. ნათელაშვილი: ჰო, თენგო, როგორა ხარ?

უცნობი: კი, ახლავე!

შ. ნათელაშვილი: ღამე მშვიდობის, ბატონო ასლან! ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ვერ მოიცალეთ და გადავდეთ ეს პრესკო…

ა. აბაშიძე: არა, არა, როგორ გეკადრებათ. ახლა გადმოგიგზავნეთ.

შ. ნათელაშვილი: აჰა, და უკვე მივეცი, „ატბოი“ და როგორ გავაკეთოთ?

ა. აბაშიძე: არა, მე, უბრალოდ, გადმოვაგზავნი, ცოტნესთან იქნება.

შ. ნათელაშვილი: და ზეგ რომ ჩავატაროთ, თან სიტუაციას დავაკვირდეთ?

ა. აბაშიძე: არა, ეგი რა არის, იცი? მიმართვა მაინც გავაკეთოთ!

შ. ნათელაშვილი: აჰა.

ა. აბაშიძე: მიმართვა მაინც გავაკეთოთ.

შ. ნათელაშვილი: სააგენტოებზე ხომ?

ა. აბაშიძე: ხო! მე ახლა სერიოზული ნაბიჯები გადავდგი, ტელეფონში არ მინდა გითხრა.

შ. ნათელაშვილი: დიახ…

ა. აბაშიძე: იმიტომ თუ არა, ეგიც სერიოზული ის იყო. რადგან ჩვენ ერთად ვაკეთებთ მაგას, კარგია.

შ. ნათელაშვილი: რა თქმა უნდა!

ა. აბაშიძე: მე მომზდებული მქონდა რაღაც სხვა, ამიტომ იმაში არ ჩაჯდა ეგი, ვიფიქრე, რომ მოკლედ, არ გავაკეთე, რომ ნაჩქარები არ იყოს-მეთქი.

შ. ნათელაშვილი: აჰა! ესენი ომზე მიდიან, მე როგორც ვაკვირდები. აი, ახლა გამოვიდა ეს გადარეული და, რა ვიცი, რას აპირებენ.

ა. აბაშიძე: რაო, რა თქვა? არ მისმენია!

შ. ნათელაშვილი: ნუ, შევარდნაძეს შეხვდნენ ეს სამივე, კარგი სითბო, ყავა, ჩაი, ორსაათნახევარი იჯდნენ, მერე გამოვარდა ეს თმაგაწეწილი სააკაშვილი და განაცხადა, რომ უნდა, ჩაუშესკუს ბედი გაუმზადოს, მიტინგი გრძელდება, მოდით, ხალხნო, მოდით! და არანაირი მოლაპარაკებები არ ტარდება და ნუ, ომზე მიდიან, რა ფაქტიურად!

ა. აბაშიძე: ამიტომ ჩვენ განცხადება უნდა გავაკეთოთ და თქვენ რას ამბობთ? ხვალ შევიკრიბოთო და ხვალ ჩავატაროთო?

შ. ნათელაშვილი: არა, ხვალ უნდა ჩაეტარებინათ ჩვენს პრესცენტრებს, ასე მოვილაპარაკეთ „მრეწველთა“ ოფისში ბრიფინგი, ამ მიმართვის ტექსტის გაცნობით. ხვალ უნდა ჩაეტარებინათ და ვინაიდან ეს ტექსტი თქვეთან არ იყო ბოლომდე შეთანხმებული, ვიფიქრეთ, რომ… მოვხსენით ეს ბრიფინგი. ნუ, მაგრამ ამის გადაგზავნა და სააგენტოებიდან ამის გავრცელება თავისუფლად შეიძლება.

ა. აბაშიძე: რა ვიცი, როგორც გინდა! გავაგზავნოთ, ჯობია, გავაგზავნოთ!

შ. ნათელაშვილი: კი, სააგენტოებს და უცხოეთშიც გადავაგზავნით, შიგნითაც და ყველა გაიგებს, ინტერვიუებზეც მოვლენ და ყველაფერი. სამი პარტიის დოკუმენტი მაინც ყურადღებას იქცევს, თან ასეთი პარტიების.

ა. აბაშიძე: კარგი! სხვა პარტია არ გინდა…

შ. ნათელაშვილი: ახლა მე „ახლებს“ ველაპარაკე, მე პირადად დავურეკე და ასეთი რაღაც განმიცხადეს, _ დათო, ეტყობა, ვერ ყალიბდება, როგორც პოლიტიკოსი და რა ვიცი, ჩვენო დამოუკიდებლები ვართო და არ გვინდა სხვებთან ავითქვიფოთო და, მე ვუთხარი, კი ბატონო-თქო!

ა. აბაშიძე: იყავით-თქო!

შ. ნათელაშვილი: ჰოდა, ის ჯუმბერი ვერ ვნახეთ, პატიაშვილი… ხან მიტინგზეა, ხან მორბის იქედან.

ა. აბაშიძე: არ გვინდა, კაი! ჩვენ სამმა გავაკეთოთ!

შ. ნათელაშვილი: ჰო, არ გვინდა და, აბსნაძეზე იყო საუბარი და ძაან ანგაჟირებული ფიგურაა და…

ა. აბაშიძე: არა, რად გვინდა! ჩვენ სამი და „ვსო“! „ხარაშო“, შევთანხმდით ამაზე და რომ მოგვთხოვონ, არ გვინდა!

შ. ნათელაშვილი: ვინ მოგვთხოვს, ბატონო?

ა. აბაშიძე: რომ მოგვთხოვონ შემოსვლა, არ გვინდა! იმიტომ, რომ მაგი ისეთი ხალხია, მერე ერთად ვერ ვითანამშრომლებთ ჩვენ!

შ. ნათელაშვილი: რა თქმა უნდა, მერე აგვიბუნტდებიან და გაგვლანძღავენ! და ფაქსი წამოვა ხომ, ბატონო ასლან?

ა. აბაშიძე: კი, ახლავე გადმოვაგზავნი.

შ. ნათელაშვილი: აა, მადლობთ, მადლობთ, შეგეხმიანებით!