ასლან აბაშიძე-შალვა ნათელაშვილი ფარული ჩანაწერი #1 (აუდიო)

221

„ქრონიკა+“ აგრძელებს აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძისა და იმ მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებას, რაც წინ უძღოდა „ვარდების რევოლუციას“. მკითხველისათვის უკვე ცნობილია, ე.წ. „ვეჩეზე“ რა საუბრები შედგა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესა და აჭარის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს შორის, ასევე სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან და სხვა ჩინოსნებთან.

დღეს „ქრონიკა+“ აქვეყნებს ასლან აბაშიძისა  და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის სატელეფონო საუბრის პირველ ნაწილს:

უცნობი: შალვა, გამარჯობა, ჯემალი ვარ, როგორ ხარ?
შ. ნათელაშვილი: „ნიჩევო“, როგორ ხარ?
უცნობი: რა ვქნა, როგორ ხარ?
შ. ნათელაშვილი: რა ვიცი, აბა, როგორ ვიქნები ამ დედამოტ…ნულის ხელში?
უცნობი: ბატონ ასლანს უნდა საუბარი!
შ. ნათელაშვილი: ჰო, აბა!
ა. აბაშიძე: შალვა!
შ. ნათელაშვილი: როგორ ბრძანდებით, ბატონო ასლან?
ა. აბაშიძე: თვითონ ბატონო! როგორა ხარ?
შ. ნათელაშვილი: რა ვიცი, ძაან მომენატრეთ ოჯახში და, ძალიან, ძალიან მართლა!
ა. აბაშიძე: ჩვენც, ჩვენც!
შ. ნათელაშვილი: ვიყავი ჩამოსული, მაგრამ აღარ შემოგიარეთ, აღარ გამოდიოდა, მერე პიარს აგვიგორებდნენ ორივეს.
ა. აბაშიძე: ააა! ისა, ჩემო შალვა, რაშია საქმე? ჩემი სახელით სპეკულიანტობენ რაღაცას.
შ. ნათელაშვილი: რას, ბატონო ასლან?
ა. აბაშიძე: თითქოს შენ უჭერ მხარს…
შ. ნათელაშვილი: ვისა?
ა. აბაშიძე: „ნაციონალისტებს!“
შ. ნათელაშვილი: არა, თქვენი ჭირიმე!
ა. აბაშიძე: ვიცი, ვიცი… არ ამიხსნა ეს, ვიცი! ჰოდა, შენ უნდა მიხვიდე პრეზიდენტთან და უნდა უთხრა, რომ ეს ასე არაა და ვინც გატყუებს, ის არის ჩვენი მტერი-თქო!
შ. ნათელაშვილი: ბატონო ასლან, აი, მე ამ წუთში არ ვაპირებდი და, კითხვები რომ წამოვიდა მართლაც ამგვარი ბევრი, იძულებული გავხდი, გამეკეთებინა ბრიფინგი, არჩევნების შემდეგ ხმა არ ამომიღია, ერთხელ გამოვედი და გავლანძღე მთელი ერი…
ა. აბაშიძე: ჰო…
შ. ნათელაშვილი: ბრიფინგი ჩავატარე ახლა და ვთქვი, რომ აი, ეს არის შევარდნაძის ხელისუფლებაში ატეხილი ბრძოლა, სადაც ხალხი უნდათ გამოიყენონ სახორცე მასალად, ფეხი არავინ არ გაადგათ ამ მიტინგებზე, ამ მიტინგებს აფინანსებს მსოფლიოში ცნობილი აფერისტი და გადამგდები სოროსი, აგრეთვე სიონისტების ერთ-ერთი ლიდერი მადლენ ოლბრაიტი, მე მგონია, მომკლავენ და ამას არ მაპატიებენ სომხური ლობი, ამერიკაში მცხოვრები, უნდათ, რომ საქართველო გადააქციონ ერევნის იაფფასიან ტრასად, უნდათ, რომ დაშალონ საქართველო და მოწყვიტონ მას რეგიონები, გავაკეთე ძალიან ისეთი განცხადება, შეიძლება აქ მომიცვივდეს სააკაშვილის ხალხი. გავაძლიერე დაცვა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი და იმათ… აქ, ესე იგი, შემწამეს უკვე!
ა. აბაშიძე: არა, თუ იცის მან, იგია მთავარი.
შ. ნათელაშვილი: აი, ახლა 10 ტელევიზია იყო და გავარდნენ გადასაცემად ეთერში, კი! მე ახლა, სააკაშვილის გვერდზე, შეიძლება ჩემი გვამი მიიტანოთ, მარა მე პირადად ვერ მნახავთ იქ!
ა. აბაშიძე: არა, ვიცი, ჩემო შალვა, მაგი არც გამივლია. კონკრეტულად მეუბნება იქა, აპარატში, ერთი კაცი.
შ. ნათელაშვილი: კი, მამრაძე, ალბათ, ხო?
ა. აბაშიძე: რომელსაც უნდა, თავისი იგი გაიტანოს, ალბათ.
შ. ნათელაშვილი: მე გამოვაცხადე ბრიფინგზე უკვე, ესე იგი, ეს ბადრი თავისი ებრაული ვირეშმაკობებით ამოვიდა უკვე ყელში. გამოვაცხადე, რომ რამდენიმე საათში შედგება შეხვედრა შევარდნაძისა და ჟვანიასი, პატარკაციშვილისა და ლორთქიფანიძის შუამავლობით და მიდის მოლაპარაკება ამ ფრაქციის შეთრევაზე პარლამენტში. რომ ვაფრთხილებ პატარკაციშვილს, რომ ქორწინების სახლის დათრევა, ცირკის დათრევა და პოლიტიკაში ცხვირის ჩაყოფა დაუჯდება ძალიან ძვირი! იძულებული ვარ, რაა, ახლა ფაქტიურად, მარტო ვომობ რაა!
ა. აბაშიძე: ძაან სწორად ხარ. ესე იგი, ჩვენ დავუკავშირდით ცოტნეს და იქ „ახლები“ მივიდნენ, ისა „მრეწველები“ და შეიკარით ერთად, რაა!
შ. ნათელაშვილი: ახლა „ახლები“ და „მრეწველები“ „სტრანნი“ ხალხია, ბატონო ასლან და ეს „ახლები“ მთლიანად ბადრის ხალხია, მთლიანად, თავიდან ფეხებამდე. „მრეწველები“ არიან და შევარდნაძის ხალხია 70%, აი, მაგათთან მე ძაან ვერიდები კონტაქტებს, სწორად გამიგეთ და ძაან სახელგატეხილები არიან თბილისში. ეს არჩევნების შედეგებმაც აჩვენა. ესენი სახელგატეხილი, გაკოტრებული ხალხია რეიტინგულად და იმიჯურად, ახლა პირში არ ვეუბნები ამათ, თბილად ვხვდები, მაგრამ მაგათთან მე ისეთ კონტაქტზე წასვლას ვარიდებ თავს, რომ იცოდეთ! აი, ჩემი აზრი ეგეთია და…
ა. აბაშიძე: „ხარაშო…“
შ. ნათელაშვილი: და დანარჩენი… რა ქნეს, ეს ამათმა, რა პროვოკაცია მოაწყვეს ეს ბათუმში, ეს როგორ გაბედეს, ეს როგორ გარისკეს?! ნუ, დაჩლუნგდა საქართველო, მე მგონი, რაა!
ა. აბაშიძე: ჰო…
შ. ნათელაშვილი: და თქვენ ძაან კაი პოზიცია გიკავიათ, რომ მძიმედ მიყვებით ყველაფერზე. ვნახოთ, აბა, ეს პარლამენტი თუ შეიკრიბა, თუ გვეღირსა, მერე ჩამოვირბენ ბათუმში.
ა. აბაშიძე: მთავარია, დღეს გადავაგოროთ.
შ. ნათელაშვილი: ხო,
ა. აბაშიძე: მე დაველაპარაკები შევარდნაძეს, შენს პოზიციასაც ვეტყვი და გამოსული ხარ. რომელ საათზე გამოდი შენ?
შ. ნათელაშვილი: მე გამოვედი, ახლა 10 წუთის წინ, ახლა გაიქცნენ ტელევიზიები გადასაცემად და ნახავს ეთერში თვითონ შევარდნაძე, როგორ ვაგინე და ვლანძღე ოლბრაიტი, სოროსი, პატარკაციშვილი და ყველა. ჰოდა, ახლა მეტი რათი დავუმტკიცო ის, რომ სააკაშვილის ატანა არ მაქვს? ახლა ტყუილებს ვერ ვეტყვი სააკაშვილზე და მეტი რა ვქნა?
ა. აბაშიძე: კარგი!