ირაკლი ფირცხალავას შვილის კომენტარი

trtr

„კორიდორში მივდიოდი და უკნიდან სხვადასხვა შეძახილებს შორის მომესმა ძახილი: „გაიწიეთ, დამანახეთ, ფირცხალავას შვილი როგორ ტირისო!“ იმის გამო, რომ მე იმ მომენტში თვალები ცრემლით მქონდა სავსე, უკან არ გამიხედავს და მე პირადად მაგ ქალს არ ვიცნობ, მაგრამ დაახლოებით 10 კაცისა და პოლიციელის საუბრიდან ვიცი. მათ ახსენეს, რომ ეს იყო ნინო ჯღარკავა, თან აღნიშნეს რომ ამას აქ, რა უნდა, რატომ მოვიდაო? შემდგომ დაზუსტების მიზნით, კიდევ ვიკითხე და დამიდასტურეს, რომ ეს იყო ნინო ჯღარკავა. თუმცა მე პირადად, მას არ ვიცნობ.“ – აცხადებს „ქრონიკა+“-თან ირინკა ფირცხალავა.

შეგახსენებთ, რომ „ქრონიკა+“ -ის მთავარმა რედაქტორმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია: „ამ წუთებში სასამართლოს დერეფანში იმყოფება თამაზაშვილის ხელის გოგო ნინო ჯღარკავა.ირაკლი ფირცხალავას შვილს ეუბნებ ა – გაიწიეთ,დამანახეთ ფირცხალავას შვილი როგორ ტირის,ვისიამოვნოო. გაათრიეთ ეს დედაკაცი შენობიდან და ვინც აქ მის დასაცავად სიტყვას დაწერთ, გაეთრიეთ ჩემი ფრენდებიდან. ძმა ვანოს დროსაც პოლიციელი ყავდა და ახლაც პოლიციელი ყავს. კაცმა არ იცის, ვის რას უმზადებს ცხოვრება !!!!!“ ინფორმაციას, ნინო ჯღარკავა უარყოფს, ირაკლი ფირცხალავას შვილი კი ადასტურებს.