დენოსაშვილების ოჯახს თქვენი თანადგომა სჭირდება!

mersss

მაია დენოსაშვილი ოთხი შვილის დედაა, რომელსაც ომის ვეტერანი მეუღლე ჰყავს. აფხაზეთის ომის დროს ყუმბარის ნამსხვრევი მოხვდა და ჯანმრთელობა დაუზიანდა, ამიტომ ვერ მუშაობს და ვეტერანის 22-ლარიანი დახმარების იმედად არის. სოფელ ზეგანში სახლი აქვთ, მაგრამ გაუსაძლისი პირობების გამო, ამჟამად ოჯახი ბაღდათის რაიონში, დროებით, ახლობლის სახლში ცხოვრობს.

მაია დენოსაშვილს 11 წლის ვაჟიშვილიც ავად ჰყავს. უსახსრობის გამო მისი მკურნალობა დროულად რომ ვერ შეძლეს, შვილი დღეს მეორე ჯგუფის ინვალიდია. იმის გამო, რომ საშუალება არ გვქონდა თავიდანვე გვემკურნალა, ავადმყოფობა გაურთულდა და ახლა მეორე ჯგუფის ინვალიდია; ერთ-ერთ შვილსაც ასთმა აწუხებს და ხშირად სჭირდება ძვირადღირებული წამალი.

 

` – 6 ადამიანის, მათ შორის, ავადმყოფების სარჩენი ფული არის მხოლოდ სოციალური დახმარების 300 ლარი, ჩემი ქმრის 22 ლარი და ინვალიდი შვილის პენსია _ 100 ლარი. ეს არის და ეს. უფროსი ქალიშვილი ანა 19 წლისაა და გასულ წელს გახდა სტუდენტი. ვიფიქრეთ, ახლა კი გვეშველა, დაამთავრებს, სამსახურს იშოვის და დაგვეხმარებაო, მაგრამ სტუდენტობა შეუჩერეს, რადგან სწავლის ფულს ვერ ვიხდით. უმაღლესში სწავლა მისი ოცნება იყო. ეს ოცნება აიხდინა და ახლა უფულობის გამო ჩემი შვილი კარგავს უკეთესი ცხოვრების შანსს. ამიტომ გადავწყვიტე, რადგან დღეს არც განათლების სამინისტროსადმი, არც მთავრობის წევრებისადმი გაგზავნილი წერილები არაფერს ნიშნავს, ისევე როგორც არავინ ინტერესდა სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსით, ჩემს შვილს მე დავეხმარო – ორგანოებიდან მხოლოდ თირკმელი მაქვს ჯანმრთელი, უნდა ამოვიღო და გავყიდო.”- აცხადებს `ქრონიკა+”-თან მაია დენოსაშვილი.

 

დენოსაშვილებმა 20 თებერვლამდე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1240 ლარი უნდა შეიტანონ, რომ ანა გუმბერიძემ სტუდენტის შეჩერებული სტატუსი აღიდგინოს და სწავლაც შეძლოს. რა გახდა მიზეზი, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს უფასო განათლებაზე სახელმწიფომ უარი უთხრა, ვინ არ გაითვალისწინა სტუდენტის მაღალი ქულები და რატომ არ შეხვდა განათლების მინისტრი დენოსაშვილების ოჯახის წევრებს, ვრცლად ამის შესახებ `ქრონიკა+”-ის მე-4 ნომერში წაიკითხავს.

 

მივმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სულერთი არ არის დენოსაშვილების ოჯახის გასაჭირი, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს მათ, შესაძლებლობის ფარგლებში გადარიცხონ თანხა `ლიბერთი ბანკში~ ანგარიშის ნომერზე: GE89LB0711134525890000 მიმღები: ანა გუმბერიძე