ზახარჩენკო: „უკრაინის არმია ლოთების, ნარკომანების და მოროდიორების ხროვაა“

ზახხხ

დონეცკის თვიგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის ალექსანდრე ზახარჩენკოს განცხადებით, ამბოხებულები უკრაინულ არმიას კონკურენტებად არც აღიქვამენ ,,ჩვენ უკრაინულ არმიას კონკურენტებად არც აღვიქვამთ. პოროშენკოს თუ ჰგონია, რომ მას ჯარი ჰყავს ძალიან სცდება. უკრაინული არმია ლოთების და ნარკომანების ხროვაა, უმრავლესობას ავტომატი ხელში მხოლოდ სელფის გადასაღებად უჭირავს, უგლეგორსკის წარმატებულმა ოპერაციამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რაც მთავარია ჩვენმა მეომრებმა იციან, რომ საკუთარ მიწას იცავენ და სიცოცხლეს საკუთარი შვილების უკეთესი მომავლისათვის სწირავენ. ისინი აქ რისთვის მოვიდნენ თავადაც არააქვთ გათავისებული. მოროდიორები, ლოთები, ნარკომანები-ეს ის მცირე ჩამონათვალია, თუ რა კატეგორიის ,,მებრძოლებითაა“ დაკომპლექტებული პორაშენკოს ,,არმია“- აცხადებს ზახარჩენკო.