The Wall Street Journal: „შტატები უკრაინისათვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების (Javelin) მიწოდებას გეგმავს“

გოც3

როგორც ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი იუწყება ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინისათვის, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების (Javelin) მიწოდებას განიხილავს. ,,უკრაინაში უკანასკნელი დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე, შტატაბი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გეგმას კვლავ დაუბრუნდა. ამერიკული,,ჰუმანიტარული“ ტვირთი ძირითადად, თავდაცვითი საფრენი საშუალებებით იქნება წარმოადგენილი. საუბარია ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო (Javelin) კომპლექსებზე.ა ღნიშნავს გამოცემა. ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველის მოადგილემ,ქ ვეყნის ეროვნული უსაფრთოების საკითხებში ბენ როდსმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ მოაგვარებს, თუმცა სავარაუდოდ დაპირისპირების ფონი სხვა მიმართულებას მიიღებს. თეთრი სახლის წარმომადგენელის ჯენ ფსაკის მტკიცებით, ამერიკა უკრაინული მხარისათვის ჯერჯერობით რაიმე ტიპის სამხედრო დახმარების გადაწყვეტილებას არ მიიღებს და შტატები ფსონს მაინც დიპლომატუირ პროცესებზე გააკეთებს.