დებალცევოს ალყაში 7 000-მდე უკრაინელი სამხედროა მომწვყვდეული

დ4ებ

დებალცევოს ალყაში შვიდიათასამდე უკრაინელი სამხედროა მომწვყვდეული. ჩვენმა მეომრებმა შეძლეს ალყის შეკვრა უგლეგორსკის და ჩერნუხინოს წრის გასწვრივ. უკანასკნელი მონაცემებით უგლეგორსკის ძირითად ნაწილს ჩვენი მებრძოლები აკონტროლებენ, ხოლო თავად დებალცევოში კი სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს.“ სააგენტო Газете.ru-სთან საუბრის დროს აცხადებს, დონეცკის თვითგამოცხადებული ,,რესპუბლიკის“ საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ვლადისლავ ბრიგი. დღეს დილით ეგრეთწოდებული დონეცკის ,,სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურმა, ალექსანდრე ზახარჩენკომ, დებალცევოსთან ალყაში მოქცეულ უკრაინელ მეომრებს, სიცოცხლის შენარჩუნების მოტივით, იარაღის დაყრა და დანებება შესთავაზა. კიევი რათქმაუნდა გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ხელისუფლება აღნიშნულ განცხადებას მორიგ პროვოკაციად აფასებს.