უკრაინელ მოხალისეთა ბატალიონი «Айдар»-ი დაიშალა

uk

უკრაინის მოხალისეთა ბატალიონი «Айдар»-ი აღარ არსებობს. აღნიშნული განცხადება გამოცემა «Апостроф»-თან ინტერვიუს დროს, ბატალიონის აწ უკვე ყოფილმა მეთაურმა სერგეი მელნიჩუკმა გააკეთა. ,,ბატალიონი «Айдар»-ი აღარ არსებობს. დოკუმენტების მიხედვით, მოხალისეთა ბატალიონი საერთოდ გაქრა. თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მათ რაიმე ბრძანებისათვის ხელი არ მოუწერიათ, თუმცა მინდა განვაცხადო, რომ ბატალიონის ნარჩენები დაიშალა. ამჟამად შევეცდებით ქვეყნის თავდაცვის უწყებასთან პიკეტირება მოვაწყოთ. ეს იყო დიდი ღალატი, რომელსაც უპასუხოდ არ დავტოვებთ“ – განაცხადა სერგეი მალენიჩუკმა. ანალოგიურ განცხადებას ბატალიონის პრესმდივანი იულია ევდოკიმოვაც ავრცელებს.