უკრაინულმა არმიამ დონეცკის დაბომბვა განაახლა

რრ

ეუთოს მისიის წარმომადგენლების განცხადებით, უკრაინული არმია ქალაქ დონეცკის სამ რაიონს რეგულარულად ბომბავს. ევროპელი დამკვირვებლების განცხადებას ეგრეთწოდებული თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ბასურინიც ადასტურებს. როგორც მან სააგენტო «Интерфакс»-ს განუცხადა ,,უკრაინელი სამხედროები პეტროვსკის,კ უიბიშევის და კიროვის რაიონებს ინტენსიურად ბომბავს. ცეცხლი მიზანიმართულად იხსნება დასახლებული პუნქტების მიმართულებით. არის მსხვერპლი, ჩვენი სადაზვერვო სამსახური აზუსტებს ზუსტ კოორდინატებს, თუ რა მიმართულებით გადაადგილდებიან უკრაინული საჯარისო ფორმირებების ნარჩენები, რომლებმაც დონეცკის საერთაშორისო აეროპორტიდან გაქცევა მოახერხეს“ – აცხადებს ბასურინი. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ გასროლილი ჭურვი მაცხოვრის სახელობის ეკლესიას მოხვდა, სადაც იმჟამად საკვირაო წირვა აღევლინებოდა.