ემზარ ქვარიანი: „ჭიკაიძეს მადლობას ვუხდი, ბადაშვილს კი მოვუწოდებ – გადადექი!“

emza3

„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვეტერანი ემზარ ქვარიანი „ქრონიკა+“-სთან შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას ეხმაურება და მადლობას უხდის, რომ ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობის გამო, პასუხისმგებლობას არ გაექცა და თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. ემზარ ქვარიანი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსს ირაკლი შიხიაშვილსა და   აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ანზორ მარგიანს დატოვონ დაკავებული თანამდებობები. „ეს იქნება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება, თუ ამ ადამიანებს ზოგადად, ქვეყნის ბედი აწუხებთ, ესმით ხალხის და გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა!“ – აცხადებს „ქრონიკა+“-სთან ემზარ ქვარიანი.