უკრაინის პოლიტიკის ლამაზმანები

Captureww

ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში, უკრაინის პოლიტიკური არენის პირველ ლედათ ,,ლეგენდარული“ იულია ტიმოშენკო ითვლებოდა. დრო იცვლება და მასთან ერთად წარსული ,,დიდების“ ნაკვალევიც ქრება. იულია ტიმოშენკოს თითქმის აღარავინ ახსენებს, რადგან ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე, უფრო ენერგიული, მიმზიდველი და სასურველი ქალბატონები გამოჩდნენ. სხვადასხვა ცნობილი გამოცემების პირველი გვერდები, დროდადრო უკრაინული პოლიტიკის სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეთმობა და რომელიც თურმე ძალიან აღიზიანებს ქვეყნის ყოფილ პრემიერს. რამოდენიმე ხნის წინ, ხმაური, უკრაინის ეკონომნიკის მინისტრის მრჩეველის,(წარმოშვებით ესტონელი), იანიკი მერილოს გულღია ფოტოსესიამ გამოიწვია. თუმცა ,,მის უკრაინის პოლიტიკის“ ტიტული მძაფრი კონკურენციის ფონზე ჯერჯერობით მაინც გაურკვევლად რჩება.