ასლან აბაშიძე-ზურაბ ჟვანია ფარული ჩანაწერი #3 (აუდიო)

ess

„ქრონიკა+“ აგრძელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის ფარული მიყურადების მასალების გამოყენებას, რომელიც გამოცემას შევარდნაძის ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა გადასცა. ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც პირველი პირების საუბრებს, მათ შორის, „ვეჩეზეც“ უსმენდნენ. ჩაწერილია ასლან აბაშიძის საუბრები ქვეყნის იმჟამინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან, პოლიტიკოსებთან, მინისტრებთან და ა. შ.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ჩანაწერები, ძირითადად, `ვარდების რევოლუციის~ პერიოდს ეხება, და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის საინტერესო მასალაა, `ქრონიკა+~-მა მიიღო გადაწყვეტილება და იწყებს აღნიშნული ჩანაწერების გამოქვეყნებას.

ამჯერად გთავაზობთ ასლან აბაშიძისა და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სატელეფონო საუბრის მესამე  ჩანაწერს.

 

ზ. ჟვანია: ბატონ ასლანს სთხოვეთ!

უცნობი: ახლავე!

ა. აბაშიძე: ალო!

ზ. ჟვანია: ბატონო ასლან! ეს იგი, მერაბიშვილს ვესაუბრე ახლა, ის ვერ დავიჭირე, ოქრუაშვილი ჯერ. იქედან, იმ ბანკიდან იმათ მოაცილებენ და მე ვუთხარი, რომ შეხვდნენ-მეთქი, ახლა, საერთოდ, სასაცილოა-მეთქი, ის სთხოვს და სთავაზობს, აბაშიძე, შეხვედრას და არ ხვდებიან. იმედი მაქვს, ესეც მოგვარდება.

ა. აბაშიძე: კარგი, დიდი მადლობა! სირცხვილია, სირცხვილია, ბატონო ზურაბ! ხო შეიძლება, რაღაცაზე მოილაპარაკო, კაცო და მტერი მტერთან მოილაპარაკებს…

ზ. ჟვანია: ვუთხარი, რომ იქ როცა იყო ჩასული ნორმალურად ეს ჯგუფი, როგორც მითხრა-მეთქი, არ შექმნიათ არანაირი პრობლემა და არც ახლა აქვს პრობლემა, რო ნახონ საბუთები, პრობლემა აქვთ, რომ არ იყოს დემონსტრირება იმისი, რომ მთელი ბრიგადა ჩამოდის და იმასავით დადიან…

ა. აბაშიძე: ჰო, ახლა ერთ დეტალს გეტყვით, ხომ შეიძლება, რომ გითხრათ?

ზ. ჟვანია: დიახ…

ა. აბაშიძე: თბილისიდან ურეკავდნენ, რომ ასე ქენით, ისე ქენით, ნახეთო! _ ყველაფერი ვნახეთ, კაცოო, არაა არაფერი მეტიო, რა ვქნათო! ის რაც გვითხრეს ჩვენ, არ აღმოჩნდა სწორიო! ეტყობა, რაღაცა ინფორმაციები ქონდათ… ჰოდა, ახლა ასეთი წესი აქვენ, აკრიბავენ ყველა ქაღალდებს და მიაქვენ, ესე იგი, ვერ გეერკვევიან ყველა ქაღალდებში, თუკი…

ზ. ჟვანია: აი, ეს კარგია უკვე, თქვენაც ითხოვეთ რაღაც კომისია თუ…

ა. აბაშიძე: იმიტომ, რომ მე თვითონ მაინტერესებს, ბიუჯეტში თუ დამაკლო, ხოო.

ზ. ჟვანია: (იცინის)

ა. აბაშიძე: მე ჩემსას ამოვიღებ, ზაზას ვუთხარი, _ ზაზა-მეთქი, მე თვითონ მაინტერესებს მაგი-მეთქი. მე კარგად ვარ მაგ ბიჭთან ძალიან, ძალიან წესიერი ბიჭია, ახლა ვინმეს თუ რაღაცა, თავის ფირმასთან ინტერესი აქვს, ეს უკვე პირადული და რაღაცაა, მაგრამ თვითონ არის წესიერი. მე ჩემი…. ახლა მაგასთან ურთიერთობას ამაგრებს ერთი სერიოზული რაღაცა, რომ… აი, ჩხეიძეებს ვიცნობ ძალიან, მაგათი ნათესავები არიან…

ზ. ჟვანია: დიახ…

ა. აბაშიძე: მეორე _ მაგან შემომიტანა მე 1000 ცალი „კალიასკა“.

ზ. ჟვანია: დიახ…

ა. აბაშიძე: 1000 ცალი ინვალიდის „კალიასკა“, ხან 200, ხან 50, ახლა შემომიტანა 600 „კალიასკა“, ჰო, რაღაც ფონდებია, ისინია, ესენია, დაურიგეთ მთელ საქართველოს, ესე იგი, მაგულის სახელით დავარიგე. მაგული აკეთებდა მაგას და გავაგრძელეთ ეს…

ზ. ჟვანია: დიახ…

ა. აბაშიძე: ჰოდა… მეტი რა მინდა მე ახლა?! ესე იგი, ფქვილი და იგი რო შემომიტანოს, იმაზეც მადლობას ვეტყვი, მარა მე არ მომითხოვია. სამედიცინო დახმარება, რაღაცა მოგვეცით-მეთქი, ესაა და „ვსო“…

ზ. ჟვანია: ბატონო ასლან, მე საღამოთი, მერე გვიან შეგეხმიანებით კიდევ, რომ ბავშვების საკითხიც გდავწყვიტოთ!

ა. აბაშიძე: კი, ბატონო, კი, ბატონო! მარა სასაცილოა ახლა, ბაბუამისი იყო ჩემთან, ამოიღო მთელი დოკუმენტები, იყო მთელი დოკუმენტები, აი, მე ვარო საპატიო ესო, აგერ სიგელები ჩამომიტანა. ვიფიქრე, _ როგორი ძველი სტილის კაცია, 82 წლის კაცები ფიზიკურად… ისე, თხელი, ახალგაზრდა კაცი, რო შეაბრუნო და გაიაროს, ვერ მიხვდები, რა ხნისაა, ახალგაზრდა კაცია. მარა, დამსახურებული, ისა… პედაგოგი და ჰოდა, რა ვიცი, გავაგზავნე სახლში და მივეცი ჩემი ტელეფონები და ვუთხარი, რომ თქვენ გირეკავთ-მეთქი და ნახავთ.

ზ. ჟვანია: კარგით, ბატონო!

ა. აბაშიძე: კარგით!